გიორგი რეხვიაშვილი საბერძნეთის "ლევადაიკოსში" გადავიდა

AutoSharing Option
"ლევადაიკოსის" საიტი იუწყება, რომ მათ გუნდში 30 წლის ქართველი ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი ჩაირიცხა.

ბერძნულმა კლუბმა მას 1.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

რეხვიაშვილს "საბურთალოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა და "ლევადაიკოსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

საიტი გულშემატკივარს ამცნობს, რომ ის საქართველოს ჩემპიონი გუნდის, "საბურთალოს" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

"ლევადაიკოსი" 14 ტურის შემდეგ 8 ქულით საბერძნეთის ჩემპიონატზე ბოლოსწინა, მე- 15 ადგილზეა.

ეს გუნდი 13 იანვარს "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს და შესაძლოა ახალ გუნდში გიორგის დებიუტი შედგეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები გიორგის!
გიზოგ
10 იანვარი 2019 12:01
0
გიორგი ეს რა პრიჩოსკა გიკეთია? ნუ დაემსგავსეთ ქალებს.
რობი
10 იანვარი 2019 11:38
0
ძალიან კარგი, წარმატებები გიორგის. მეტი ფეხბურთელი ევროპაში.
QT
10 იანვარი 2019 08:53
1
კარგია მარა საბურთალო უნდა შერცხვეს ლიგაზე ???
benji
09 იანვარი 2019 23:53
0
Narmalna!
Gigo
09 იანვარი 2019 23:41
4

სიახლეები პოპულარული