"ურალი" გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

AutoSharing Option
ეკატერინბურგის "ურალი" გუნდის ქართველ შემტევს გიორგი ჭანტურიას დაემშვიდობება.

UralSport-ის ინფორმაციით 25 წლის ჭანტურია გუნდთან ერთად კვირპროსში შეკრებაზე არ გაემგზავრა და უახლოეეს დღეებში კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტს გაწყვიტავს.

მიმდინარე სეზონში ჭანტურია მოედანზე მხოლოდ ერთხელ გავიდა, როცა "ნიჟნი ნოვგოროდთან" (2:0) სათასო შეხვედრაზე შეცვლაზე შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურია "ურალში" 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ ხნის განმავლობაში "ურალის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ჭანტურია მესამე ქართველი ფეხბურთელია რუსეთში, რომელსაც კლუბთან განშორება მოუწევს. აქამდე თორნიკე ოქრიაშვილმა კონტრაქტი
"კრასნოდართან" გაწყვიტა, ხოლო შემდეგ მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძის კლუბის გამოცვლა სთხოვა და ის საბოლოო იჯარით "კრილია სოვეტოვში" გადავიდა სეზონის ბოლომდე.

სად გააგრძელებს ჭანტურია კარიერას ჯერჯეობით უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ამომავალი ქართული ვარსკვლავი რუსეთში რომ ვერ გაქაჩავს ... თურმე ნიჭიერები და ძაან მაგარი ერი ვართ ფეხბურთში და გვჩაგრავენ და წინ არ გვიშვებენ
ფუფ
12 იანვარი 2019 14:19
6
იქნებ სახელი შევუცვალით ამ ბიჭს და ქართველი მესის მაგივრად მეგრელი ჯოტია ვუწოდოთ,იქნებ ამაში მეტი იღმბალია...
ბაჩო
12 იანვარი 2019 14:04
4
ნამდვილი პროფესიონალი ამაზეა ნათქვამი ბარსელონაში თამშზე რო ოცნებობ და ბარსელონაშ რო ვარჯიშბ და 3 წელიწადში ურალიდან რო გადდებენ ამას ქვია ნამდვილი სპორცმენი
lasha
12 იანვარი 2019 13:58
3
ეგეც შენი მორიგი პერსპექტიული ბიჭი. რუსეთი პერსპექტიული ქართველების სასაფლაოა, ჯანაშია, ასათიანი, ანანიძე ოქრი, ჭანტურია. კვირკველიას კიდევ გაუმართლა სიომინთან რომ მოხვდა, ტაბიძე ფრთხილად უნდა იყოს. ლორიას აპამპულავებენ, ხან აიყვანენ ან დააგდებენ. არა და ჭანტურიას მეტი შეუძლია.
grego
12 იანვარი 2019 13:33
2
სიომინთან იყვნენ ასათიანი და ჯანაშიაც...
ბაჩო
12 იანვარი 2019 16:42
1
ყველაზე ,,ამბიციურების'' კლუბი რომელია იქ წავიდეს მაგრამ ერთი პრობლემაა -ზრდილობა?
David
12 იანვარი 2019 13:10
2
ჭანტურია და მაგავსი არაპროფესიონალები გუნდში რატომ უნდა გააჩერო?! ნაკრებს არგააკარონ და დალშე რაცუნდა ის უქნია, მარიჟა ტიპების ადგილი არარის ქვეყნის რჩეულ გუნდში!!!
ჯიჯი
12 იანვარი 2019 13:08
3
სამწუხაროთ იგივე სიტუაციაა რაც ანანიძე ოქრიაშვილი
ვახო
12 იანვარი 2019 12:55
1
ზედმეტად გაბუქეს საქართველოში ჭანტურიას და ანანიძის ნიჭი. დიდი ვერაფერი...
ჰმ!
12 იანვარი 2019 12:46
4
ურალიდანც რო გაგდადებენ დარჩა მარტო კამაზი წარმატებები
fan
12 იანვარი 2019 12:24
2
ყველა გზა ყაზახეთში მიდიდს
fan
12 იანვარი 2019 12:23
2
ყაზახეთის რესპუბლიკა, კუსტანაის ოლქი, ქალაქო კუსტანაი (ყოფილი "ნიკოლაევსკი"). ასეა?
ლაშა
12 იანვარი 2019 15:20
0
და ყაზახეთში ვინ ეპატიჟება როო?
ლანა
12 იანვარი 2019 14:09
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული