გიორგი პაპუნაშვილი კვლავ ტრავმირებულია - ქართველი "მალაგასთან" მატჩის განაცხადში არ არის

AutoSharing Option
"სარაგოსას" ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ისევ ტრავმირებულია. მან ტრავმა გასულ ხუთშაბათს ვარჯიშზე მიიღო, გიორგის მუხლი აქვს დაზიანებული.

მის ნაცვლად "მალაგასთან" მატჩის განაცხადში ახალგაზრდული გუნდის 22 წლის მოთამაშე პეპ ბიელი მოხვდა.

გიორგი პაპუნაშვილი ტრავმირებული 3 თვეზე მეტხანს იყო და მოედანზე დაბრუნება 22 დეკემბერს, "ექსტრამადურასთან" შეხვედრაში მოახერხა, სადაც გამარჯვების გოლიც გაიტანა.

გიორგიმ 5 იანვარს "ხიხონის" წინააღმდეგაც ითამაშა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მუხლის დაზიანება გაუმიზეზდა და ამის გამო "მალაგასთან" მოედანზე ვერ ვიხილავთ.

altAS: გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში ვერ მოახერხა, თუმცა...

altგიორგი პაპუნაშვილი: დაბრუნებით ბედნიერი ვარ,

2019 წელს ყველაფერს გავაკეთებთ
მკითხველის კომენტარები / 8 /
2 ან 3 თამაშს ითამაშებენ და მერე თვეობით ტრავას იშუშებენ. რა მწვრთნელიც არ უნდა გვყავდეს ასეთი ფეხბურთელებით კარგი ნაკრების გაკეთება ძნელია.
გოგა
14 იანვარი 2019 16:22
0
saqartveloshi datvirtvebi adreul asakshia evropashi piriqit. rodesac mozards fizikurad tvirtav kunti agar izrdeba. qartvelebs mokle kuntebi aqvt da zrdasrul asakshi datvirtvebs veghar udzleben travmebic amitomaa. aseve uxarisxo xelovnursafarian moednebze jvaredinebi uziandebat. aqaur xelovnurebze tamashs miwaze tamashi jobs
gio
13 იანვარი 2019 23:05
0
რა ვერ მორჩა, რა უბედურებაა. ვინ უნდა ათამაშონ მარტში, არაბიძე, პარუნა და ებრალიძე უეჭველი დასამატებელია. ამისი იმედი მქონდა და სულ ტყუილად?
ლევანი
13 იანვარი 2019 21:43
1
ესაა ქართული მენტალიტეტი. აქ არ ვარჯიშობენ, ისედაც მაგრები არიან მათი ჭკუით, ხოლო როცა სერიოზულ ჩემპიონატებში ხვდებიან, იქ ვეღარ ბლატაობენ და ნაგრუზკებს ერთბაშად ვეღარ უძლებენ, ესაა და ეს. აქ რომ მწვრთნელმა მკაცრად მოსთხოვოთ რაიმე, საქმეს გაურჩევენ. მერამდენე კაცი დავკარგეთ? ჯანო, ოქრი, ჭანტუ, მჭედლო და ეგა. 5 ტალანტი, რომლებსაც მინიმუმ საშუალო ევროპულ დონეზე უნდა ეთამაშათ. ასეთი მენტალიტეტის მქონე ბიჭები ნაკრებს არ უნდა გააკარო. უნდა იყოს რაღაც ფიზიკური კონდიციების განმსაზღვრელი ნორმატივები, სტანდარტები, მათ შორის კლუბში სათამაშო დროის მაჩვენებელი და ვსიო. ეს მათთვისაც კარგია და ნაკრებისთვისაც. ახლა ითამაშონ ბოლნისში და ჩიხურაში. მაგენს გულავით უნდათ დიდება. მასე არ ხდსება.
ვასო
13 იანვარი 2019 21:39
0
ერთეული შემთხვევა რომ იყოს, კიდევ არა უშავს. მაგრამ ტრავმიანობა თითქმის ყველა ლეგიონერის სენია. ეტყობა, მართლაც უნდა დაინერგოს საქართველოს ჩემპიონატში ფიზიკური მომზადების ახალი სისტემები, თორემ ევროპაში დატვირთვებს ჩვენი ფეხბურთელები ვეღარ უძლებენ.
მერაბი
14 იანვარი 2019 00:30
0
დინამოს აღზრდილია ვიცით. ვინ იყო მაგის მწვრთნელი? ვის ხელში გაიარა?! და საერთოდ უნდა დადგეს იმ მწვრთნელების პროფესიონალიზმი ეჭქვეშ და მინიმუმ უნდა იყვნენ ჩამოშორებულები დეხვურთს სამუდამოდ, ყველა ქართველი , ნიჭიერი ახალგაზრდა ძალიან ადვილად იმტვრევიან, ძალიან სუსტები არიან, რამდენი ერთი ჩამოვთვალო ვინც გვეგონა რო ვასკვლავებს მოწყვეტდა , თარგამაძე, იაშვილი, წინძღვრიშვილი, ოქრი, ანანიძე, მჭედლიძე, ჭანტურია , ნუ მოკლედ აღარ გავაგრძელებ, აზრი არაა აქვს!! , ეს ნიშნავს თუ არა იმას რო ბავშთა ასაკში უსერიოზულესი პრობლემები გვაქ, დინამოდან დაწყებული ტორპედოთი დამთავრებული, ინფრასტრუქტურა არაა საკმარისი, ცოსდნა , თუ როგორ მიუდგე და რა Pროგრამით ავარჯიშო ამათუ იმ ასაკის ბავშვები ესაა მთავარი, მემგონი სერიოზულ არაპროფესიონალიზმთან გვაქ საქმე, ეს გაიოზ დარსაძე დასაკითხია , პორველ რიგში , რა ლიცენზიებს არიგებს, თუ აბარებინებს , საინტერესოა
Vasili
13 იანვარი 2019 18:00
0
კაროჩე რა, მაგრათ ვისჯებით ჩვენივე უხეირობისთვის ქართველები.
Kkk
13 იანვარი 2019 16:30
0
იმედია ჯანოს ოქრის და მჭედლიძის სინდრომი არ დაემართება
irakli
13 იანვარი 2019 16:28
0

სიახლეები პოპულარული