sports.ru-მ "კრილია სოვეტოვის" ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის ტრავმიანობის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.
"ზამთარში "სპარტაკი" ჯანოს იჯარისთვის ვარიანტს ეძებდა. ფეხბურთელი "კრილია სოვეტოვს" მოელაპარაკა, თუმცა თავიდან სლუცკის "ვიტესში" სურდა გადასვლა.
"ჰოლანდიური ვარიანტი არ გამოვიდა, "კრილიაში" მივდივარ. იჯარას გაგებით შევხვდი, ჩემს მდგომარეობას ადეკვატურად ვაფასებ: ჯერ ტრავმები მქონდა, სადღაც ალბათ, მუშაობას მოვუკელი. უნდა დავამტკიცო, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ და "სპარტაკში" დავბრუნდე", - თქვა ანანიძემ.
ძნელი იქნება. 2011 წლიდან მოყოლებული, მას ტრავმები ტანჯავს, სრულად ჯანმრთელი თითქმის არასოდეს არ არის.
ჩემპიონატზე ჩატარებული 23-მატჩიანი რეკორდი 2010 წელს დაამყარა.
2018/2019 წლების სეზონში მხოლოდ ერთხელ ითამაშა პირველობაზე - წლის უკანასკნელ მატჩში "ანჟისთან" შეცვლაზე შევიდა".
ჯანო ანანიძე: დავამტკიცებ, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ [VIDEO]
გაჯიევი ჯანოზე: შეუძლია თუ არა სტაბილურად თამაში? ეს არავინ იცის