გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში დაიწყო და შემდეგ ტურში ითამაშებს

AutoSharing Option
"სარაგოსას" საიტი იტყობინება, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

პაპუნაშვილმა მუხლის ტრავმა ხუთშაბათს ვარჯიშზე მიიღო და "მალაგასთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.

19 იანვარს "სარაგოსა" სტუმრად "რაიო მადაჯაჰონდას" დაუპირისპირდება და გიორგი უთუოდ დაეხმარება თავის გუნდს.

"სარაგოსა" 21 ტურის შემდეგ 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე და სეგუნდადივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

altგიორგი პაპუნაშვილი კვლავ ტრავმირებულია - ქართველი "მალაგასთან" მატჩის განაცხადში არ არის

მკითხველის კომენტარები / 2 /
საჭირო მართლაც ძალიანაა ეგ პაპუნაშვილი. ალაგებს თამაშს ცენტრში. საერთოდ მაგარია ეტყობა კოჭებში და მუხლებში, რომლებიც სამწუხაროდ ხშირად სტკივა.
ალეკო
11:11 18-01-2019
0
მაგ ბიჭს რაღაც სტრანნი ავადმყოფობა ჰქონდა, ძვლის შეშუპება, რაც ადრე არ გამიგონია. მერე 2 თამაში ითამაშა გოლი გაიტანა და ვარჯიშზე მუხლი იტკინა? ანუ ის ავადმყოფობა მოურჩა და ეხლა ვარჯიშზე უმნიშვნელო ტრავმაც , მუხლიც, მოირჩინა? თუ ასეა მაშინ კარგია, ნაკრებსაც გამოადგება, მაგრამ რაღაც დავიბენი, უკვე აღარ მჯერავს, თუმცა გამოჩნდება. არადა მაგარი საჭირო კაცია მარტში.ყველაზე მეტად მაგისი, ჩაკვესი და ზარანდიასი მეიმედება, რადგან სხვებს ვაისა არ იძახებს.
ლევანი
01:45 18-01-2019
3

სიახლეები პოპულარული