
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "შახტარმა" "ჰაიდუკთან" წაგების შემდეგ, ამხანაგურ მატჩში "ყარაბაღს" 3:1 მოუგო.
ამ შეხვედრაში "შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ პირველ და მეორე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, მცველი დავით ხოჭოლავა მეორე შემადგენლობაში ათამაშა, მაგრამ 71-ე წუთზე მან ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.
31 იანვარს "შახტარი" დილას დანიის "ჰობროს" შეხვდება, საღამოს კი პოლონეთის "ლეხს" და შემდეგ უკრაინაში დაბრუნდება.