ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალშია" სინჯებზე

AutoSharing Option
ТК Футбол-ის ცნობით, 31 წლის ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალში" იმყოფება სინჯებზე.

ის ამჟამად "არსენალშია" და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ლიპარტია 2011-2017 წლენში ლუგანსკის "ზორიაში" თამაშობდა და მის რიგებში 167 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს ჯაბა "სამტრედიას" ღირსებას იცავდა.

"არსენალი" უკრაინის პრემიერლიგაზე 18 ტურის შემდეგ უკანასკნელ, მე-12 ადგილზეა.

ჩემპიონატის განახლებამდე "არსენალი" თურქულ შეკრებაზეა, სადაც 7 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღადაობთ თუ რა კიევის არსენალი სამტრედიის დონეზე ვერ ქაჩავდა ტიპი ან თუ არ თამაშობდა არ ვიცი.
samtredski
30 იანვარი 2019 22:11
0
ბიჭო ცოტა თავმოყვარეობა იქონიეთ, რადროს თქვენი სინჯებია :( რადღეშია ქვეყანა და ხალხი :( მერე იძხიან დინამოს ვერავინ ვერ მოყავსო, ჭ კლასის ქრთველი ფეხბურთელებიბგარბიან აქედან და რატომ გონიათ რომ ნორმალური ლეგიონერი აქ ჩამოვა და რაც ჩვენს რაიონებშია იმ სტადიონებზე ირბენს? კარგით რა
Tbiliski
29 იანვარი 2019 21:20
3
კაი რა ჯაბა რაღა დროს შენი სინჯებია... წარმატებები კარიერაში და პირად ცხოვრებაში
Hitemup
29 იანვარი 2019 20:13
0

სიახლეები პოპულარული