კარში გიორგი ლორია?! - როგორ აფასებენ გერმანული გამოცემები ქართველის დებიუტს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 29 იანვარს გიორგი ლორიას გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა. მას პირველივე შეხვედრაში ადგილი ძირითად შემადგენლობაში ანდეს და მისმა კლუბმაც სექტემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა, "მაგდებურგმა" საკუთარ მოედანზე "აუე" დაამარცხა (1:0).

გერმანული გამოცემები გიორგი ლორიას დებიუტს გამოეხმაურნენ:

Kicker.de
: "სტუმრების "უწყინარობის" წყალობით, გიორგი ლორიას თამაშში სერიოზული ჩარევა არ დასჭირვებია. მან ალექსანდერ ბრანსტის ადგილი დაიკავა, რომელმაც ზამთრის შესვენებამდე 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა."

volksstimme.de: "მაგდებურგის" სპორტულმა დირექტორმა ყველა გააცურა, როდესაც თქვა, რომ ლორია ალექსანდერ ბრანსტის დუბლიორი იქნებოდა.

სამშაბათ საღამოს სხვა რამ გამოჩნდა: გუნდის მწვრთნელმა
მიხაილ ოენინგმა "აუესთან" მოგებულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ლორია დააყენა, ბრანსტს კი ცივ სკამზე ჯდომა მოუწია.

მწვრთნელის გადაწყვეტილების სისწორეში მაშინ დავრწმუნდით, როდესაც მატჩის მე-10 წუთზე ლორიამ ემანუელ იოჰას დარტყმული ბურთი აიღო. ის საკუთარ თავში დარწმუნებულია და ფეხით თამაშიც შეუძლია."

az-online.de: "მაგდებურგის" მწვრთნელ მიხაილ ოენინგს კითხვები არ გასჩენია, რა შემადგენლობით უნდა გასულიყო მოედანზე. გასაოცარი იყო მისი არჩევანი მეკარის პოზიციაზე. ალექსანდერ ბრანსტი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მის მაგივრად კი სწრაფ და მოულოდნელ დებიუტს ქართველი მეკარე გიორგი ლორია ზეიმობდა.

ახალმა მეკარემ თავი მატჩის მე-10 წუთზე გამოიჩინა, როდესაც ემანუელ იოჰას 20 მეტრიდან დარტყმული ბურთი აუღო. გიორგი ლორიამ მატჩი უნაკლოდ ჩაატარა."

liga-zwei.de: "გასაკვირი იყო, რომ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორია ვიხილეთ, რომელმაც უმუშევრობას თავი კვირანახევრის წინ დააღწია. "მაგდებურგის" გულშემატკივრები დამწუხრებულები იყვნენ იმით, რომ ალექსანდერ ბრანსტს, გაშვებული გოლების მიუხედავად, მაინც ენდობოდნენ.

ლორიამ მშვიდად და კარგად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე არ ჰქონია, ყველაფერი კარგად გააკეთა. ის აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება პარასკევს, 1-ელ თებერვალს, "ინგოლშტადთან" გასამართ მატჩში."

სტატისტიკურმა საიტმა Whoscored.com-მა გიორგი ლორიას სადებიუტო თამაში 6.9 ქულით შეაფასა.

Sportall.Ge

altგიორგი ლორიას წარმატებული დებიუტი გერმანიაში - პირველივე მატჩში კარი მშრალად შეინახა

მკითხველის კომენტარები / 16 /
აუფ ბიჯო არ შეშფოთდა მთელი გერმანია თითქოს ნოიერი ამოაგდო ძირითადიდან.დდ
დაა
11:57 31-01-2019
0
არ გაუმართლა კლუბებში, თორემ სადაც იყო არსად შეურცხვენია თავი. ცოტა იღბალი რომ მის მხარეს ყოფილიყო დღეს ბევრად უფრო დიდი ფეხბურთელი იქნებოდა, წარმატებები მადერსბურგში! გერმანიის თუნდაც მეორე ბუნდესლიგა ბევრად უფრო კარგი ასპარეზია, ვიდრე რუსეთის პრემიერლიგის მოჩანჩალე გუნდებში თამაში, ფეხბურთელის გასავითარებლად და საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად.
დიმიტრი
20:04 30-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული