გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა, გაცუდებული თერთმეტმეტრიანი და "გენტის" გამარჯვება დრამატულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
ბელგიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "გენტმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში სტუმრად "ოსტენდეს" სძლია და ფინალში გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, საპასუხო მატჩში განაცხადში "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია არ შეიყვანა, რომელსაც დუბლებში ათამაშებს, ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კი 38-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. იმ მომენტისთვის "გენტი" 0:2-ს აგებდა, ტორუპმა გარისკა და ჩაკვეტაძე მოედანზე მცველ იგორ პლასტუნის ნაცვლად შეუშვა.

გიორგი აქტიურად ჩაერთო თამაშში, სამჯერ მეკარემ არ დაანება გოლის გატანა, თუმცა მისმა გუნდმა მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.
ორივეჯერ თავი ახალწვეულებმა გამოიჩინეს: 84-ე წუთზე ფორვარდმა სიორლოტმა ჩაკვეტაძის პასით და კომპენსირებულ დროში ნახევარმცველმა ბეზუსმა.

დამატებით დროში არაფერი არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი "გენტმა" 4:3 იმარჯვა და ფინალში გავიდა.

ჩაკვეტაძის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარემ ფეხით მოიგერია.



altმწვრთნელმა ჩაკვეტაძე განაცხადში დააბრუნა, მაგრამ არც ის ათამაშა და არც ქვილითაია

მკითხველის კომენტარები / 18 /
სწორი გზით მიდის წარმატებები.და გაგვახაროს ბევრჯერ
Gio
31 იანვარი 2019 04:34
0
გიო რონალდო არ ურტყამს ეგრე შუაში . მიეცი კუთხე რა გენანება . არაუშავს ვერც მესი ურტყამდა ჯარიმებს მაგრამ ივარჯიშა და დაამუღამა . გიო შენ ხარ ქართველების მესიც და რონალდოც და იმედი არ გაუცრუო იცოდე )))
ტოტტი
31 იანვარი 2019 03:43
1
ვიდეოს თუ დადებდით კარგი იქნებოდა არც იუთუბზე დევს რა უბედურებაა ნეტა როდის გადავა ტოპ გუნდში ჩვენი ქვეყნის იმედი
ტოტტი
31 იანვარი 2019 03:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული