ua-football.com: შემაშფოთებელია დაცვის შეცდომები და დავით ხოჭოლავას არადამაჯერებლობა

AutoSharing Option
მეორე თურქულ შეკრებაზე "შახტარი" ამხანაგურ მატჩში ბელგრადის "პარტიზანთან" 0:2 დამარცხდა და როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ისევ სუსტად ითამაშა დონეცკური გუნდის დაცვამ.

ამ შეხვედრაში ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

მიმოხილვაში ua-football.com-ი ხაზს უსვამს იმას, რომ მართალია, სპარინგები პირველ რიგში გუნდის შესათამაშებლად იმართება და შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ შემაშფოთებელია დაცვის შეცდომები და ხოჭოლავას არადამაჯერებლობა.

"მეტოქემ პირველ ტაიმში ორნახევარი შეტევიდან ორი გოლი გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან "პარიზანმა" სწრაფი იერიში განახორციელა, ბურთი ცენტრში ჩააწოდა და ნიკოლიჩმა
გოლი გაიტანა. სად იყვნენ "შახტარის" მცველები? უცნობია. შემდეგ კი უზუსტო გადაცემა გააკეთა ხოჭოლავამ, საკუთარ მოედანზე ბურთი მეტოქეს აჩუქა და შჩეკილმა 20 მეტრიდან დალაშქრა ჩვენი კარი", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, პირველ შეკრებაზე "შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ განაცხადა, რომ დაცვის ცენტრში პრობლემები აქვთ.




მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბიჭი ძალიან იღბლიანი, მაგრამ საბოლოოდ არც ისე საიმედო მცველი გამოდგა. ქართველთაგან ყველაზე მაგარ კლუბში თამაშობს, მის ბედად ზოგი მცველი სულ ლაზარეთში, ზოგი კი გაყიდეს მაგრამ რათ გინდა ვერ დაამტკიცა დასამტკიცებელი
Lagashi
22:12 03-02-2019
3
უკრაინელი ჟურნალისტები როგორც ჩვენთან რუსთავი ორია იგევეა რა დეზინფორმაციას ავრცელებენ
irakli
22:16 03-02-2019
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული