"ხვიჩა კვარაცხელია ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე "ლოკომოტივთან" ერთად შეკრებაზე გაემგზავრა, თუმცა ჯერჯერობით კონტრაქტი გაფორმებული არაა და არც კონკრეტული დეტალები შეგვითანხმებია. ჯერჯერობით ფეხბურთელზე ყველა უფლება "რუსთავს" ეკუთვნის. მას შეკრებაზე წასვლის უფლება მივეცით, ხვიჩას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ." - განაცხადა რუსული კლუბის საინფორმაციო გვერდთან საუბრისას "რუსთავის" პრეზიდენტმა ბადრი მაჭავარიანმა.
"ლოკომოტივი" ესპანეთის ქალაქ მარბელაში 2 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით დარჩება. სწორედ ამ პერიოდში გადაწყდება ახალგაზრდა ქართველის ბედიც.
ხვიჩა
"ის შეკრებაზე შემოგვიერთდება" - მოსკოვის "ლოკომოტივმა" ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა