ლევან ზუხბაია: ესპანელებს ძალიან მოეწონათ გრძელიძის თამაში და ამიტომაც შევთანხმდით

AutoSharing Option
გაზეთ "ლელოს" ექსკლუზიური ინფორმაციით, "სარაგოსამ" 18 წლის ქართველ ფეხბურთელთან, ლევან გრძელიძესთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლევან გრძელიძე თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი იყო და ეროვნულ ლიგაში მთავარი გუნდის მაისურით 2 მატჩი ჩაატარა.

"ლელო" ესპანეთში შეეხმიანა ამ ტრანსფერის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორ ლევან ზუხბაიას და ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც არაერთ საინტერესო ინფორმაციას მოიცავს...

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ესე იგი, გადაწყვეტილი ამბავია ლევან გრძელიძის კონტრაქტი?
- გადაწყვეტილი კი არა, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ეს არის 5-წლიანი ხელშეკრულება. ესპანელებს ძალიან მოეწონათ გრძელიძის თამაში და ამიტომაც შევთანხმდით ასეთ ხანგრძლივ თანამშრომლობაზე.

-
როგორც ვიცით, ამ დროისთვის ლევანს ტრავმა აქვს. გადაწყვეტილების მიღებისას ეს არ ყოფილა შემაფერხებელი გარემოება?

- არ ყოფილა, არადა, ესპანელებს თავისუფლად შეეძლოთ ეთქვათ, ტრავმირებული ფეხბურთელი არ გვჭირდებაო. თუმცა ისინი საპირისპიროდ მოიქცნენ. ამას აქვს თავისი მიზეზები. ჯერ ერთი, უკვე გითხარით, რომ ლევანმა თავისი თამაშით "სარაგოსას" ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს ძალიან მოაწონა თავი.

მეორეც, ჩვენ უკვე დიდი ხანია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს "სარაგოსას" მმართველებთან. სწორედ ეს 5-წლიანი კონტრაქტია ამ დიდი ნდობისა და ურთიერთობის გამოხატულება. ახლა ყველაფერი თავად ლევანზეა დამოკიდებული. ყველას გვჯერა, რომ ის შეძლებს და გაამართლებს ჩვენს ნდობას, პირველ რიგში - "სარაგოსას" ხელმძღვანელობის ნდობას.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევან ზუხბაია საოცარი საფეხბურთო მენეჯერია ! მისი ხედვა და ინტუიცია ასევე პროფესიონალური მიდგომა ნამდვილად ერთერთი საუკეთესოა საქართველოში ! ეროვნულ საქმეს აკეთებ და ასე გააგრძელე !
ირაკლი
21:25 07-02-2019
2

სიახლეები პოპულარული