მისი თქმით, დავით თარგამაძე ის ფეხბურთელია, რომელმაც ლეგიონერების თამასა კლუბში მაღლა ასწია.
"შესაბამისი სახელფასო საშუალებები რომ გვქონდეს, ვარიანტებს განვიხილავდით, ახლა კი ბიუჯეტში ლიმიტი გვაქვს. გარდა ამისა, მე აქცენტს ყოველთვის უკრაინელ მოთამაშეებზე ვაკეთებდი.
ლეგიონერი ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს ადგილობრივ მოთამაშეზე. ამ მხრივ სამაგალითოა დავით თარგამაძე, რომელმაც "ოლექსანდრიაში" უცხოელი მოთამაშის თამასა მაღლა ასწია. თუ ლეგიონერს აიყვან, მისი დონის უნდა იყოს" - განაცხადა შარანმა
დავით თარგამაძე "ოლექსანდრიაში" ერთი სეზონის განმავლობაში დონეცკის "შახტარიდან" იჯარის წესით თამაშობდა, ბოლოს კი 29 წლის მოთამაშე "საბურთალოს" რიგებში ასპარეზობდა, რომლის რიგებიც 2018 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ