ფოტო: fcsioni.ge
29 წლის ქართველი ფეხბურთელი დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
ფეხბურთელმა ბოლნისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შემტევი ნახევარმცველი "სიონის" რიგებში 20-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
თარგამაძე, რომელიც გასულ სეზონში "საბურთალოში" გამოდიოდა, შემდეგ კი უკრაინას მიაშურა, სადაც კიევის "არსენალში" უნდა ჩარიცხულიყო, თუმცა უკრაინულმა კლუბმა ფეხბურთელი ვერ დაარეგისტრირა.
დავით თარგამაძეს ეროვნულ ნაკრების მაისური 19-ჯერ აქვს მორგებული. იგი "საბურთალომდე" უკრაინული "ოლექსანდრიას" ღირსებას იცავდა, ხოლო იქამდე სხვადასხვა დროს "მარიუპოლში", "შახტარსა" და "ფრაიბურგში" უთამაშია.

აქვე გეტყვით, რომ "სიონი"
ეროვნულ ლიგაში 4 ტურის შემდეგ 7 ქულით მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან "საბურთალოს" 5 ქულით ჩამორჩება.