"მოულოდნელად გაუჩინარდა, არავის დამშვიდობებია" - ქართველები, რომლებსაც "ციურიხში" უთამაშიათ

AutoSharing Option
"ციურიხის" ახალწვეულმა ლევან ხარაბაძემ "გრასჰოპერსთან" მატჩში გოლი გაიტანა, "სენტ-გალენთან" სადებიუტო შეხვედრაში კი საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

შვეიცარიული Nzz.ch-ი იმ ქართველი ფეხბურთელების შესახებ აქვეყნებს სტატიას, რომლებსაც სხვადასხვა დროს "ციურიხის" რიგებში უთამაშიათ.

მასალას უცვლელად გთავაზობთ:

"ლევან ხარაბაძემ "გრასჰოპერსთან" დერბიში შესანიშნავი თამაში აჩვენა. "ციურიხში" რამდენიმე ქართველს აქამდეც უთამაშიათ და ყველა მათგანი საფეხბურთო უნარების გამო არ გამხდარა ყურადღების ღირსი.

თითქმის ისტორიაც მსგავსია. ახალგაზრდა ქართველი მიდის "ციურიხში", საუბრობს მხოლოდ ქართულად და რუსულად, თანაგუნდელებს და მწვრთნელებს მასთან საუბარი არ შეუძლიათ - ეს ლევან ხარაბაძის ამბავია, 19
წლის შემტევი მცველის, რომელმაც შაბათს გამართული სადებიუტო დერბის მეშვიდე წუთზე გაიტანა.

თუმცა ეს ლადო ახალაიას ისტორიაცაა, რომელიც "ციურიხში" 2005 წელს 22 წლის ასაკში მოვიდა. მას ყველაზე "ლამაზი" ვარცხნილობა და ჩაბნელებული თვალები ჰქონდა და ის კლუბის ლეგენდაა. არა მისი თამაშის გამო, რადგან ლადომ 9 თვეში მხოლოდ 10-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ახალაია ამდენი თვის განმავლობაში გუნდში ისე იმყოფებოდა, რომ ფანებს მისგან ერთი სიტყვაც არ გაუგიათ. თავიდან ფანებს კი ეგონათ, რომ ეს ნანატრი "ბომბა" ტრანსფერი იყო, თუმცა პრობლემებმა ესპანეთში შეკრებაზე წასვლისასვე იჩინა თავი: სავიზო პრობლემები.

Sportall.Ge

შემდეგ ახალაიას პასპორტი მოპარეს, ბოლოს კი თვითმფრინავიც დაზიანდა. ამას რამდენიმე ტრავმა მოჰყვა, ძლივს გამოჯანმრთელდა, თუმცა მისი დედა და და ავტოავარიაში მოყვნენ და თბილისში გამგზავრება მოუხდა. ციურიხში დაბრუნების შემდეგ ის სასამართლოს წინაშე წარდგა, უეფას თასზე თბილისის "დინამოსა" და ათენის "პანიონისს" შორის გამართულ მატჩზე დაწყებული გამოძიების გამო.

ვიღაც იფიქრებს, რომ ახალგაზრდა კაცისთვის ამდენი რამ ზედმეტად ბევრია, იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო გამარტივებოდა. მასთან საქართველოდან ბიძაშვილი ჩამოფრინდა. 2005 წლის სექტემბერში ახალაია მოულოდნელად გაუჩინარდა. არავის დამშვიდობებია, კონტრაქტიც ცალმხრივად გაწყდა. კაცი კი, რომელიც თითქოს მისი ბიძაშვილი იყო, საერთოდ არ ყოფილა მისი ნათესავი და ასეთი კიდევ ბევრი ფაქტი იყო. ვისაც ლადოს ნახვა სურს, პრობლემა არც დღეს შეექმნება. მისი სურათი ისევ კიდია ციურიხის ერთ-ერთ ბარში.

იმედები, რომლებიც ახალაიას მიმართ არსებობდა, დიდი დოზით მისი თანამემამულე გოჩა ჯამარაულის დამსახურებაა. "მაგიური თაგვი" "ციურიხში" 1999-2002 წლებში ასპარეზობდა. ნახევარმცველი, რომელიც ყოველთვის ისე გამოიყურებოდა, თითქოს კბილი სტკიოდა, საოცრად ნიჭიერი იყო და ძალიან მშვიდი.

ჯამარაული არ საუბრობდა, გერმანულად სიტყვაც არ იცოდა, მხოლოდ ერთი წინადადება თქვა: "გრესს (ჯილბერტ გრესი - "ციურიხის" მწვრთნელი 2000-2001 წლებში) არ ვუსმენ".

და ახლა ლევან ხარაბაძე. დასაწყისი კარგი იყო. ვნახოთ, რა იქნება."

altადაპტაციის გარეშე - 18 წლის ლევან ხარაბაძემ შვეიცარიის ჩემპიონატზე ამჯერად გოლი გაიტანა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყაველაშვილი თამაშობდა 1999-2002
ციურიხში
81თამაში
(28)გოლი
ikako
10:18 12-02-2019
0
ციურიხში ყაველაშვილიც ხო იყო ??
benji
00:42 12-02-2019
0

სიახლეები პოპულარული