24 თებერვალს, მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგი" საკუთარ მოედანზე "პადერბორნს" დაუზავდა (1:1).
ლორიას გუნდი პირველ ტაიმში დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში საპასუხო გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.
რაც ლორია "მაგდებურგში" გადავიდა, მისმა გუნდმა 5 მატჩში 11 ქულა მოიპოვა, 22 ქულით მე-15 ადგილზეა და 1 მარტს სტუმრად "დუისბურგს" შეხვდება.
ამ 5 მატჩში ლორიამ 3 გოლი გაუშვა.
მაგდებურგი. "MDCC არენა". 20 201 მაყურებელი
მაგდებურგი - პადერბორნი 1:1
გოლები: 1:0 პროიბინგერი (13), 1:1 ჰუნემაიერი (70)