ავსტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" სტუმრად "მატერსბურგს" დაუზავდა - 1:1.
ამ შეხვედრაში ანგარიში შესვენების შემდეგ კიტეიშვილმა გაათანაბრა და გრაცულ გუნდს ქულა მოუპოვა.
ოთარმა ჩემპიონატის 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ადრე მან "ვოლსფერგერის" კარი დალაშქრა.
"შტურმი" 27 ქულით მე-5 ადგილზეა და 3 მარტს ლასკ-ს მასპინძლობს.
მატერსბურგი. "პაპელსტადიონი". 6 200 მაყურებელი
მატერსბურგი - შტურმი 1:1
გოლები: 1:0 პუშიჩი (40), 1:1 კიტეიშვილი (55)