InStat-ის შეფასებების მიხედვით უკრაინის პრემიერლიგის საიტმა ჩემპიონატის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში "შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა შეიყვანა.
მე-20 ტურში "შახტარმა" ოდესაში "ჩერნომორეცი" 1:0 დაამარცხა, ხოჭოლავამ კი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცლელად და უშეცდომოდ ითამაშა.
"შახტარი" მეორეადგილოსან კიევის "დინამოს" 7 ქულით უსწრებს, დავითმა კი პირველობის 15 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.