უთამაშებლობის მიზეზი, "ზენიტის" ინტერესი და ტრავმა - ინტერვიუ გიორგი არაბიძის დედასთან

AutoSharing Option
გიორგი არაბიძე "ნასიონალის" რიგებში პორტუგალიის ჩემპიონატში 10 თებერვალს "ბენფიკასთან" განადგურების შემდეგ (0:10) აღარ გამოჩენილა.

მას შემდეგ მისმა გუნდმა 4 შეხვედრა გამართა, თუმცა ქართველი შემტევი მადეირელთა განაცხადშიც არ გვიხილავს, გარდა ამისა, ის არც ვლადიმირ ვაისმა გამოიძახა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მარტში გასამართი მატჩებისთვის.

Sportall.ge სიტუაციის გასარკვევად გიორგი არაბიძის დედას, ლელა ბრეგვაძეს დაუკავშირდა.

- გიორგი არაბიძე მოედანზე 10 თებერვლის შემდეგ არ გამოჩენილა, რაშია საქმე?
- ტრავმა უკვე აღარ აქვს, ვერაფერს ვხვდებით, თუმცა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულია.

- ეროვნული ნაკრების განაცხადი გამოქვეყნდა და არც
25-კაციან შემადგენლობაშია და არც სარეზერვო ფეხბურთელთა შორის. ამის მიზეზი რა არის?

- ვერაფერს გეტყვით, ეს მათი გადასაწყვეტია. ალბათ, ეს გადაწყვეტილება გიორგის სათამაშო დროის სიმცირის გამო მიიღეს. სხვა არანაირი პრობლემა არ არის.

- როდის მოირჩინა ტრავმა?
- ფეხი ჰქონდა დაჭიმული და ამ მიზეზით ორ მატჩში არ უთამაშია.

- პორტუგალიის ჩემპიონატში ბოლო ოთხ შეხვედრაში განაცხადშიც არ ყოფილა. მაშინ რა გახდა ამის მიზეზი?
- ვერაფერს გეტყვით. მათი საუბრიდან გამომდინარე, გიოს აღმერთებენ. პრეზიდენტთანაც ჰქონდა საუბარი და მან უთხრა, რომ ყველაფერი შეიცვლება. ჩემი ვარაუდით, მწვრთნელს გაათავისუფლებენ ან არ ეჩქარებათ, რადგან გიორგი გუნდში ასაკით ყველაზე პატარაა. ისიც გასაკვირია, რომ მწვრთნელს მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

- თუ ასეა, განაცხადში მოხვედრის პრობლემა რატომ აქვს? რას ეუბნება გუნდის დამრიგებელი?
- ეუბნებიან - დაელოდე, ყველაფერი კარგად არის, ასე გააგრძელეო. ვფიქრობ, რომ არ უნდათ, გუნდი გავარდეს და მაინც იმ ფეხბურთელებს ენდობიან, ვინც "ნასიონალი" უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, მაგრამ სულ დიდი ანგარიშებით აგებენ. გიორგით ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ არ გაუშვეს.

- რომელ კლუბებს სურდათ ზამთარში გიორგის დამატება?
- იყო ვარიანტები ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან.

- კონკრეტულად რომელ კლუბებზეა საუბარი?
- ვერ გეტყვით, თუმცა ერთ-ერთი რომ "ზენიტი" იყო, ეს ვიცი.

- გიორგი ზაფხულში კლუბიდან წასვლას განიხილავს?
- დიახ, თუ ზაფხულში მხარეები შეთანხმდებიან და მისაღები ვარიანტი იქნება, ალბათ, წავა.

alt"ნასიონალმა" "ბენფიკასთან" 0:10 წააგო - გიორგი არაბიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა ქიქაქუცა? არაბიძე ერთადერთი თუ არა ერთერთი საუკეთესოა საქართველოს დაღევანდელობაში. და არამარტო საქართველოს, დისციპლინა და ახალგაზრდული მაქსიმალიზმი კი, თანახმა ვარ. რა, თუ კაჭარავას გამოშვება შეიძლება მოედანზე , არაბიძის არა? რამდენჯერაც გამოვიდა ნაკრების თამაშზე იმდენჯერ ან გოლი გაიტანა ან საგოლე გააკეთა,
ირაკლი
16 მარტი 2019 11:53
1
ხო ყველგან მწვრთნელები და პრეზიდენტები არიან დამნაშავეები)))ვინც ვარჯიშებზე თავს იკლავს შანსი არაა განაცხადშიც არ მოხვდეს
BOSS
13 მარტი 2019 22:46
4
გამაგებინა ნეტა რა ჭირთ არაბიძეს ჭანტურიას და ოქრიაშვილს და მეტი არ მინდა არაფელი პლიუს ამათ კაკაბაძეც დაემატა ეხლა. არადა ესენი ყველაზე ნიჭიერები არიან:(
გოგა
13 მარტი 2019 21:26
2
აუ ადრე ერთმა დაწერა ერთმა თუ გინდათ ბიჭები მოიკითხოთ შარდენზე წადითო
qomagi
13 მარტი 2019 22:42
1
ვურჩევდი ერთი სეზონი საქართველოში ითამაშოს... კარგ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს!!!
tngh
13 მარტი 2019 20:40
5
ვარიანტი არ არსებობს ზენიტს მისი ვარიანტი სერიოზულად განეხილოს(თუ საერთოდ განიხილა)ვიღაცა აბოლებს ოჯახს
კახა ქირია
13 მარტი 2019 19:46
1
შახტარში კიდევ გასაგებია რომ არ ათამაშებდნენ, პორტუგალიის ჩემპიონატის აუტსაიდერშიც პრობლემები აქვს, ნაკრებშიც პრობლემები ჰქონდა, იქნება თავისთავთან აქვს პრობლემა? ხოდა სანამ ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ არ იქცა მარად პერსპექტიულ ფეხბურთელად, როგორც ბევრი სხვა, მანამდე უნდა მიხვდეს რაშია პრობლემა და ეცადოს მის გამოსწორებას. არ შეიძლება ყოველთვის მწვრთნელი იყოს დამნაშავე!
Irakli
13 მარტი 2019 17:34
4
Gios warmatebebi. Magram zeniti? Ufalo sheiwyale
Alexandre
13 მარტი 2019 17:21
20
აბა რომელი გუნდი? უესკა?
დავით
14 მარტი 2019 04:25
0
წარმატებები გიო...
მე მჯერა შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ!
Geo
13 მარტი 2019 16:38
10
ვისაც გჯერათ გაგატარებთ. თუმცა ეს ძალიან მოძველებულ ფეხბურთს თამაშობს. მაგ ფეხბურთით რომ გაქაჩო, ძაააან მაგარი უნდა იყო. ეგ კიდე უბრალოდ მაგარიც არ არი.
პ.ს. მე განა არ მინდა არაბიძის წარმატება. თქვენ გამოიხედეთ თვალებში და მიხვდით, ასეთი ბურთის თრევის, ასეთი ეგოისტური, ასეთი ქარაქუცა ფეხბურთი საქართველოს არ ჭირდება.
mdaa
14 მარტი 2019 11:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული