ლუქსემბურგის ჩემპიონატზე ქართველი მეკარის ლაზარე კუპატაძის დებიუტი შედგა.
კუპატაძის "ჟენესი" მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე ლევან ყენიას "დუდელანჟთან" 0:3 დამარცხდა.
მატჩს ეშის 5 400-იან სტადიონზე 815 მაყურებელი დაესწრო, სტუმრების უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
ყენია მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"ჟენესი" 31 ქულით მეოთზე ადგილზეა, "დუდელანჟი" კი 36 ქულით ლიდერია.
კუპატაძე თებერვლის დასასრულს გადავიდა "ჟენესში" და მან 29 წლის ფრანგი მეკარის კევინ სომერის ნაცვლად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.