![](https://sportall.ge/pictures/image31/d495d94d7f03a61ceecf0f87314a36c4.jpg)
სტატისტიკური პორტალის InStat-ის შეფასების მიხედვით უკრაინის პრემიერლიგის საიტმა 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მესამედ შეიყვანა "შახტარის" ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა.
დონეცკურმა გუნდმა "ზორიას" 1:0 მოუგო და მატჩი ქართველმა ფეხბურთელმა ისევ მაღალ დონეზე ჩაატარა.
დავითმა ჩემპიონატის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და უკანასკნელ შეხვედრებში შეუცვლელად და დამაჯერებლად იასპარეზა.
ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის გამოიძახა.