ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი არ დაუნიშნეს - მას იური სიომინი აქებს

AutoSharing Option
30 მარტს, რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" 1:0 დაამარცხა მოსკოვის "დინამო".

"ლოკომ" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 38 ქულით მე-2 ადგილზეა და 3 აპრილს "როსტოვს" უმასპინძლებს.

ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა კვირკველიამ, კვარაცხელია კი 54-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ხვიჩამ მოედნის ცენტრში სმოლოვისა და მირანჩუკების უკან დაიკავა ადგილი, მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა თამაში. მის პირველივე დარტყმას შესაძლოა, პენალტი მოჰყოლოდა - დინამიკაში ისე გამოჩნდა, რომ ბურთი ხელზე მარკოვს მოხვდა. მიუხედავად ხვიჩას აღშფოთებისა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა", - წერს რკინიგზული კლუბის
საიტი.

ნამატჩევს გუნდის მწვრთნელს იური სიომინს კითხეს, რატომ შეცვალა დენისოვი კვარაცხელიათი, რაზეც ასეთი პასუხი გასცა.

"შეტევის გასაძლიერებლად არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო. ფრე არ გვაწყობდა. ხვიჩამ კარგად ჩაატარა საწვრთნელი შეკრება, "უფასთან" საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველას დაუმტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია".

მკითხველის კომენტარები / 6 /
პლიუს არაბიძე კაკაბაძე ხარაბაძე ზარანდია ახალი თაობა და თან ყველას შეგიძლიათ ერთო და ორი ფეხბურთელის მოტყუება
გოგა
31 მარტი 2019 16:05
0
მიდი ხვიჩა გვეიმედება შენი. გვჭირდება 2 3 კარგი თავდამსხმელი. შენი და ვატოს იმედი მაქვს. ოქრო ჩაკვეტაძე ჯანო ყაზაიშვილი ისევ ათამაშდებიან ძველებურად. არ გვყავს ისეთი სუსტი ნაკრები როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
გოგა
31 მარტი 2019 16:03
2
ძალიან სასიხარულოა.წარმატებები ამ ახალგაზრდა კაცს.
ქობულეთელი
31 მარტი 2019 11:19
0
აი უბრალოდ მაინტერესებს იმ მეცნიერებისგან ვინც ყველაფერში ერკვევა ცუდი ნაბიჯი იყო კვარავხელიას გადასვლა?? საღოლ ხვიჩა წარმატებები ეგრე გააგძელ
ჩორნა
31 მარტი 2019 03:50
1
Kaia imedia nakrebshi gamoidzaxebs giblatartan aramcodne saiisiko carmatebebi xvicha da inglisuri iscavle samomavlod evropashi satamashod
Emigranti
31 მარტი 2019 03:34
1
ყველაზე მაგრად მევასება ამის თამაში))))) ძაან ელეგანტურად დაატარებს ბურთს)))))

ივნისში

ქვილითაია
კვარაცხელია-ჩაკვეტაძე-არაბიძე

:)
Tbiliseli
31 მარტი 2019 02:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული