მოსკოვის "დინამოსთან" რუსეთის ჩემპიონატის მატჩში (1:0) მოსკოვის "ლოკომოტივის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და გუნდის მწვრთნელის იური სიომინის შექება დაიმსახურა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩამ კლუბის საიტს მცირე ინტერვიუ მისცა.
- მითხრეს, რომ შეცვლაზე უნდა შევსულიყავი და სმოლოვის უკან მეთამაშა. უნდა შემეტია, ბურთი დამეჭირა, აგრეთვე დაცვას დავხმარებოდი.
- როგორ აფასებ შენს თამაშს?
- ძალიან კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ვცდილობდი, ვამწვავებდი. რამდენიმე კარგი მომენტი იყო. მთავარია გავიმარჯვეთ.
- დერბის ატმოსფერო იგრძენი?
- ვიგრძენი, რომ ეს დერბი იყო, მნიშვნელოვანი მატჩი! ატმოსფერო -
სუპერი. გავიმეორებ, მთავარია გუნდმა 3 ქულა აიღო.
- შემდეგი შეხვედრა "როსტოვთან" უკვე 4 დღის შემდეგაა.
- შემდეგი შეხვედრა "როსტოვთან" უკვე 4 დღის შემდეგაა.
- ჩვენ ტოპ-კლუბი ვართ, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. ვიმარჯვებთ, სიყვარულით და კარგი ხასიათით ვთამაშობთ. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა. ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ოთხშაბათს გულშემატკივრებს ველით", - თქვა კვარაცხელიამ.