
ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემია" უნგრეთის თასის 1/4 ფინალში სტუმრად თერთმეტმეტრიანების" სერიაში "სოროკსართან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
ამ მატჩში ანგარიში 31-ე წუთზე არაბულმა გახსნა, მასპინძლებმა საპასუხო გოლი შეხვედრის დასასრულს გაიტანეს, დამატებით დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში "სოროკსარმა" 5:4 იმარჯვა.
რაც შეეხება ჩემპიონატს, "პუშკაშ აკადემია" 26 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-9 ადგილზეა, არაბულმა კი 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა.