ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა

AutoSharing Option
გასულ შაბათს ქართველი ლეგიონერებიდან თავი გატანილი გოლით ბაჩანა არაბულმა, ხოლო საგოლე გადაცემით ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა.

უნგრეთი. NB 1. მეექვსე ტური. პაკში - პუშკაშ აკადემია 3:2. "პუშკაშ აკადემიას" თავდამსხმელი ბაჩანა არაბული 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 76-ე წუთზე გოლი გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია ახალ გუნდში.

ესპანეთი. სეგუნდადივიზიონი. მეორე ტური. რეუსი - სარაგოსა 0:0. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ფინეთი. ვეიკაუსლიგა. ოცდამეხუთე ტური. ინტერი - როვანიემი 0:0. "როვანიემის" ჰავბეკი გიორგი გოროზია 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

სლოვაკეთი. მეექვსე
ტური. დაკი - ჟილინა 0:0. "ჟილინას" ნახევარმცველი გიორგი თევზაძე განაცხადში არ იყო.

უკრაინა. პრემიერლიგა. მეექვსე ტური. ოლეკსანდრია - ვორსკლა 2:0. პოლტაველთა ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი მცველი ანდრო გიორგაძე სათადარიგო იყო.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. მეექვსე ტური. პოგონი - ლეხია 2:3. "პოგონის" მცველი ლაშა დვალი ტრავმირებულია.

ლიტვა. A ლიგა. ოცდამესამე ტური. შტუმბასი - ატლანტასი 2:1. "შტუმბასის" ნახევარმცველი ლევან მაჭარაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.

ავსტრია. ბუნდესლიგა. მეხუთე ტური. ვოლფსბერგერი - შტურმი 1:1. გრაცელთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

altლეგიონი: ბეგლარიშვილის გოლი, ებრალიძის საგოლე გადაცემა

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
არაბიძე ეწერა დილით მერე ჩაასწირა ავტორმა სტატია .
ტოტტი
15:02 26-08-2018
0
Arabuli ceria megobaro.
Bajo
11:34 26-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული