გიორგი ხარაიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ "გეტებორგმა" მაინც გაიმარჯვა

AutoSharing Option
7 აპრილს, შვედეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" სახლში 3:0 სძლია "ელფსბორგს".

ეს მატჩი შეუცვლელად ჩაატარა ხარაიშვილმა და თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა - მეკარემ აუღო. არადა, ის თავისი გუნდის შტატიანი პენალტისტია და აქამდე უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი მუდამ უნაკლოდ მოჰყავდა სისრულეში. თუმცა, "გეტებორგმა" მაინც დამაჯერებლად იმარჯვა.

"გეტებორგს" 3 ქულა აქვს და 15 აპრილს სტუმრად "იურგორდენს" შეხვდება.

გეტებორგი. "ნუა ულევი". 17 222 მაყურებელი
გეტებორგი-ელფსბორგი 3:0
გოლები: 1:0 კარლსონ-ლაგემირი (23), 2:0 ნიგრენი (26), 3:0 ოლსონი (74)
გამოუყენებელი პენალტი: ხარაიშვილი (66)
გაძევება: გრეგერსენი (65, ელფსბორგი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას ნაკრებში რატო არ იძახებენ.
Buxrika
09:28 08-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული