Матч ТВ: ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო

AutoSharing Option
ფოტო: fclm.ru

მოსკოვის "ლოკომოტივისა" და სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" (1:1) მატჩის მიმოხილვაში რუსული სპორტული ტელეკომპანია "მატჩ ტვ" "რკინიგზელთა" ქართველ ლეგიონერს, ხვიჩა კვარაცხელიას აქებს.

"აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოედანზე 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია იყო - ის იყო ლიდერებს შორის ორთაბრძოლების (10), დრიბლინგის (3) და პასების სიზუსტის (90%) მხრივ. პრემიერლიგის კლუბის სასტარტო შემადგენლობაში სადებიუტო მატჩისთვის ეს ძალიან კარგი შედეგია.

ქართველი შემტევი "ლოკომოტივში" ზამთარში გადავიდა, გოლის ავტორი პირველსავე ამხანაგურ მატჩში, მოედანზე შესვლიდან 10 წუთში გახდა და 10 მარტს რუსეთის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩიც
ჩაატარა. კვარაცხელია გახდა 2001 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის ოფიციალურ მატჩში ითამაშა. იური სიომინს "ზენიტის" წინააღმდეგ  მისი სასტარტოში დაყენების არ შეეშინდა, თუმცა შესვენებაზე შეცვალა, რაც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი:

- ყველაფერი მაკმაყოფილებდა, ხვიჩა ნორმალურად გამოიყურებოდა. ის ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, არ ეშინოდა არაფრის, ყველა მომენტში კარგად გამოიყურებოდა. ვგეგმავდით, ის 45 წუთი გვეთამაშებინა. მის ნაცვლად მანუელ ფერნანდეში შევუშვით, რომელიც ასევე არაა ჯერ საუკეთესო ფორმაში", - განაცხადა "ლოკომოტივის" თავკაცმა.

სიომინი მართალია. კვარაცხელია ნამდვილად არ იყო ამოვარდნილი გუნდური თამაშიდან, სახიფათო ჯარიმაც მოიპოვა, თუმცა "ლოკომოტივს" შეტევაში გამოცდილი და კარგი პასების შემსრულებელი ფეხბურთელი დააკლდა. ძმები მირანჩუკები რთულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ბარინოვი და კრიხოვიაკი კი სიღრმიდან არასაკმარისად ხარისხიანად ამწვავებდნენ თამაშს. ფერნანდეშის გამოსვლამ გაამართლა - "ლოკომოტივმა" ბურთი დაიჭირა, "ზენიტი" საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა და აქტიურად შეუტია ფლანგებიდან, თუმცა ვერც პორტუგალიელმა ედერმა და ვერც შეცვლაზე შესულმა სმოლოვმა საჯარიმოში საჰაერო ბრძოლა ვერცერთხელ ვერ მოიგეს", - წერს "მატჩ ტვ"-ის მიმომხილველი არტიომ ტერენტიევი.

მომზადებულია matchtv.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენივრად ითამაშა ხვიჩამ. დასაფასებელია ის რომ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ გაისარჯა ასე თამამად,სწრაფად,ტექნიკურად. კარგი თაობა მოდის: ჩაკვეტაძე,კვარაცხელია,ხარაბაძე და ამათ მივაკუთნებდი ხარაიშვილს. ამ ბიჭებმა უნდა გაგვიმართლონ და უნდა ითამაშონ შემდეგში ტოპ ჩემპიონატებში რათა ნაკრებს გამოადგენ. თუ ტოპ ლიგაში საქართველოს ნაკრებს არ ეყოლა მინიმუმ სამი-ოთხი შემტევი ფეხბურთელი ისე შვეიცარიის და დანიის დონის გუნდებთან შანსი მოგების ძალიან ცოტა გვექნაბა ყოველთვის! წარმატებები ბიჭებო და გაგვიმართლეთ იმედები!
kika
11:23 08-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული