დავით ხოჭოლავა - "დინამოს" დამარცხებაზე: პენალტებამდე მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ

AutoSharing Option
7 აპრილს, უკრაინის თასის 1/4 ფინალში დავით ხოჭოლავას "შახტარმა" პენალტების სერიაში დაამარცხა პრინციპული მეტოქე კიევის "დინამო" და ნახევარფინალში გავიდა.

ამ მატჩმა ხარკოვში დიდი ინტერესი გამოიწვია, სტადიონზე 29 112 მაყურებელი მივიდა და საინტერესო თამაში იხილა. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი დონბასურმა გუნდმა იმარჯვა.

ნამატჩევს კომენტარი ხოჭოლავამ გააკეთა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

"ბევრი წუნი გვქონდა და მეტოქე ძალიან სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდა. შესვენებაზე მწვრთნელმა შეგაფუცხუნა, ცოტა გვიყვირა და ამან შედეგი გამოიღო, მეორე ტაიმი სულ სხვანაირად ჩავატარეთ.

გაგვტეხა თუ არა ჩვენი
ფეხბურთელის გაძევებამ? ალბათ, ძნელია ასეთ დროს გადაწყობა და ცოტა გაუგებარია, როგორ ითამაშო. თუმცა, პენალტებამდე მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ.

რამდენად ძნელი იყო ოვერტაიმში თამაში? ყველა ითმენდა, ყველა ცდილობდა. ორივე გუნდს უნდოდა მოგება, მაგრამ ბედმა ჩვენ გაგვიღიმა.

არის განცდა, რომ ეს ფინალი იყო? არა, ეს მხოლოდ მეოთხედფინალი იყო".
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი მცველი ხარ, წარმატებები
irakli
08:03 08-04-2019
0
კარგი მცველი ხარ, წარმატებები
irakli
08:02 08-04-2019
0

სიახლეები პოპულარული