"გენტი" გიორგი ჩაკვეტაძის მუხლის გამო შეშფოთებულია და სამედიცინო შემოწმებას ელოდება

AutoSharing Option
ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" სასტარტო შემადგენლობაში ოთხთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, რაც ტრავმით იყო გამოწვეული.

ის "ანდერლეხტთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. თუ რა გახდა მისი შეცვლის მიზეზი, ამას voetbalnieuws.be განმარტავს.

"გენტის" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ცნობა ისაა, რომ როგორც იქნა, ფინალურ ექვსეულში პირველი ქულა აიღეს. ჩაკვეტაძეს პრობლემა შეექმნა, თუმცა ეს წინა ტრავმის რეციდივს ნაკლებად ჰგავს.

ქართველი ფეხბურთელი მუხლსახვევით თამაშობდა და ადრიენ ტრებელთან  ბურთზე ბრძოლისას ფეხი იტკინა, მაგრამ მოედანი არ დაუტოვებია. ის მეორე ტაიმში შეცვალეს. დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ გიორგის,
პირველ რიგში, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ამასთან დაკავშირებით Het nieuwsblad-თან კომენტარი გააკეთა:

"თამაშისას მუხლის არეში რაღაც იგრძნო. მთავარია, შესვენების შემდეგ  თამაში გააგრძელა და იცის, რომ თამაში შეუძლია. მუხლზე ყინული დაადეს. ხვალ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. უნდა დაველოდოთ. ისე, ნამატჩევს კარგ ხასიათზე იყო".

Het nieuwsblad-ი აღნიშნავს, რომ როდესაც გიორგის სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა, პანიკა ატყდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია და თავის დაზღვევის გამო შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
სირბილის დროს ენერგიის ძირითადი ნაწილი გრავიტაციის დაძლევაში იხარჯება. იქნებ მოვიდა დრო, როდესაც ქართველმა მწვრთნელებმა სპორტსმენებს უნდა გაუმხილონ გრავიტაციის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენების შესასწავლი უნიკალური სისტემის, მენტალური მომზადების მეთოდიკა - „ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5“-ის არსებობის შესახებ?
სირბილის სწავლების ცენტრი
22 აპრილი 2019 12:39
2
გახსოვთ რა ამბებიბე ატეხეს თავის დროზე ჭანტურიაზე? ქართველი მესი,ბარსას მომავალი ვარსკვლავი და ა.შ. მაგრამ ეხლა სად არი? აუვარდა თავში და ურალიდან რო გაგიშვებენ რაზე უნდა ქონდეს პრეტენზია. ჩაკვეტაძეც მაგ სერიიდანაა.რომა,ბარსელონა,ინტერი და ბოლოს აღმოჩნდება რუსეთის ჭ კლასის გუნდში ან შვეიცარიაში. ინვალიდი ანანიძის მაგალითი სახეზეა
ზაზა
22 აპრილი 2019 12:04
10
როგორი იმედი გაგვიჩინა ამ ბავშვმა და ამანაც ტრამვები დაიწყო. მოჯადოებული წრეა თუ რა არის. თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა ან ტრამვებშია ან თავს
გაუვიდა და გაფუჭდა.
საშველი აღარ უნდა იყოს? ქართველმა გულშემატკივარმა აღარ უნდა გაიხაროს?
თენგო
22 აპრილი 2019 12:03
1
ბოლოსდაბოლოს რა გახდა, რომ გიორგი წაიყვანონ ბარსას საუკეთესო ექიმებთან და ძირეულად შეამოწმონ, ნახავთ რა მალე მოარჩენენ. არა მგონია უარი გვითხრან. რამის მთელი მსოფლიოდან ჩადიან სპორცმენები, განსაკუთრებით ფეხბურთელები. საოცარი ექიმები ყავთ. გიორგი გამოჯამრთელებას გისურვბთ.
გია1
22 აპრილი 2019 11:34
1
მშვენივრად ჩამოაყალიბეთ ყველამ მიზეზი,ჰო და იმიტომაც არ ყიდულობენ ქართველ ფეხბურელებს სუპერ კლუბები,რამეთუ იციან,ერთი "კაცური" შეჯახება და 4-5 თვე უნდა გაუცდეს...
ერთი კალაძე გვყავდა ათლეტი და კი ითამაშა ფეხბურთი (რასაც ჰქვია)....
ზაზა
22 აპრილი 2019 11:28
0
ტრავმები, ტრავმები... ნუთუ ეს ბიჭიც ჯანოსავით დაიტანჯება ამ ტრავმებით??? იმედია ვცდები. ჯანმრთელობას გისურვებთ ორივეს, მუსტანგის ფეხებს და ამტანობას
გულშემატკივარი
22 აპრილი 2019 10:24
0
დიეგო
galaksi
22 აპრილი 2019 10:23
1
დიეგო
galaksi
22 აპრილი 2019 10:22
1
ტამანგო
galaksi
22 აპრილი 2019 10:22
1
პრობლემაა აზროვნებაში,ჩემს ბავშვობაში ერთმანეთს ფეხებში ვუხათქუნებდით თამაშისას და ორი წუთის შემდეგ ისევ დავრბოდით გაუჩერებლივ.ეხლანდელი ბავშვები ფაფასუები არიან.
სტატუს ქუო
22 აპრილი 2019 10:04
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული