"გენტი" გიორგი ჩაკვეტაძის მუხლის გამო შეშფოთებულია და სამედიცინო შემოწმებას ელოდება

AutoSharing Option
ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" სასტარტო შემადგენლობაში ოთხთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, რაც ტრავმით იყო გამოწვეული.

ის "ანდერლეხტთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. თუ რა გახდა მისი შეცვლის მიზეზი, ამას voetbalnieuws.be განმარტავს.

"გენტის" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ცნობა ისაა, რომ როგორც იქნა, ფინალურ ექვსეულში პირველი ქულა აიღეს. ჩაკვეტაძეს პრობლემა შეექმნა, თუმცა ეს წინა ტრავმის რეციდივს ნაკლებად ჰგავს.

ქართველი ფეხბურთელი მუხლსახვევით თამაშობდა და ადრიენ ტრებელთან  ბურთზე ბრძოლისას ფეხი იტკინა, მაგრამ მოედანი არ დაუტოვებია. ის მეორე ტაიმში შეცვალეს. დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ გიორგის,
პირველ რიგში, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ამასთან დაკავშირებით Het nieuwsblad-თან კომენტარი გააკეთა:

"თამაშისას მუხლის არეში რაღაც იგრძნო. მთავარია, შესვენების შემდეგ  თამაში გააგრძელა და იცის, რომ თამაში შეუძლია. მუხლზე ყინული დაადეს. ხვალ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. უნდა დაველოდოთ. ისე, ნამატჩევს კარგ ხასიათზე იყო".

Het nieuwsblad-ი აღნიშნავს, რომ როდესაც გიორგის სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა, პანიკა ატყდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია და თავის დაზღვევის გამო შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს არიან ხელოვნურ კვებაზე გაზრდილი ბავშვები,რომლებსაც კალცის ნაკლებობა აქვთ ორგანიზმში,სუსტი სახსრები,ამას დამატებული ხელოვნურ საფარზე აღზრდილი ბავშვები,არასწორი სირბილი,არაპროფესიონალი მწვრთნელები,არასწორი განვითარება ფიზიკურად,ან სიზარმაცე ფიზიკურ დატვირთვებზე! ძირითადად ქართველი ფეხბურთელების 80 პროცენტს ეზარება ფიზიკური მომზადება და მხოლოდ ტექნიკის იმედზე არიან!
ზურა
22 აპრილი 2019 08:29
2
როდესაც სირბილი ტანჯვაა შეგეზიზღება აბა რა იქნება? ნახეთ როგორ ლაღად დარბიან უცხოელი ფეხბურთელები!
სირბილის სწავლების ცენტრი
22 აპრილი 2019 12:50
1
ვერ დაგეთანხმები რომ ვერ ვითარდებიან..ამას ამტკიცებს ასაკტა საკლუბო და სანაკრებო გუნდები..დინამოს მაგალითიც საკმარისიაა
ასევე
22 აპრილი 2019 13:42
9
ყველა გამოხმაურება
როგორ ახერხება მბაპე, 20 წლის ბიჭი ასეთ დონეზე ტრავმების გარეშე თამაშს, ან როგორ ახერხებს ასი წლის ბენზემა ამდენი ხანი ამ დონეზე ასე ტრავმების გარეშე თამაშს? რა გახდა ამისთანა ეს ამდენი ტრავმა... ეგ კიარა რონალდო კიჭამ, 4-ჯერ ჯოჯოხეთი გამოიარა და უმაღლეს დონეზე თამაშობდა ყოველ ჯერზე... სახელმწიფომ ფეხბურთში ჩადებული ფულის დიდი ნაწილი უნდა გაუშვას ფიზიოთერაპევტების და ფიზმომზადების ტრენერების გადამზადებაში უცხოეთში ჩემი აზრით...
რა მაფიაა?
22 აპრილი 2019 04:49
1
რა გახდა და არასათანადო პროგრამით, სტანდარტებით მომზადება. მხოლოდ ნიჭიერების იმედად ყოფნა არ არის საკმარისი. თუ ფიზიკურად 100%-ით სათანადოდ არ არის განვითარებული, უმაღლესი დონის გუნდში თამაშს ვერავინ მოახერხებს, რისი მაგალითიც მრავლად გვაქვს. ამიტომაც არის, ჩვენი ფეხბურთელების აბსოლუტურ უმრავლესობას ძირითადში თამაში სანატრელი აქვს
:))))
22 აპრილი 2019 09:33
0
მართალი ხარ,თუმცა მხოლოდ ეგ არ უშველის საქმეს.ესეთ მოედნებზე და ესეთი მწვრთნელების დატვირთვის ქვეშ ვარჯიში(რათქმაუნდა ყველას არ ეხება,თუმცა უმრავლესობას),შემდეგ დიდობაში იჩენს ხოლმე თავს,რაც უმეტეს შემთხვევაში ცუდად სრულდება ხოლმე როგორც წესი. 8-10 წლის ბავშვს,რომ 2 საათი ავარჯიშებ დღეში ხელოვნურ საფარზე,რომელიც ფაქტობრივად ბეტონზე დაგებული ხალიჩაა უმეტეს შემთხვევაში და შემდეგ დამატებით დაიბარებ,რომ უჭირს და სხვას უნდა დაეწიოს,იმიტომ რომ ტრენერს თამაშები აქვს მოსაგები,რომ მშობლები კმაყოფილი იყვნენ,არ უნდა გაგვიკვირდეს,რომ ესეთი პრობლემები აქვთ ბიჭებს.გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
1
22 აპრილი 2019 07:52
0
ეს იმის ბრალია რომ ჩვენთან არ ხდება შესაბამისი მომზადება ადრეულ ასაკში კვება მედიკამენტები ფიზ მომზადება და ქვეყნის გარეთ ტალანტით სავსე ბავშვები ფაქტიურად მოუმზადებლები მიდიან ვერ უძლებენ მძიმე დატვირთებს. სავარაუდოდ ესეა. მბაპე რომ ახსენეთ ვერ ხედავთ როგორ არის ფიზიკურად მომზადებული ცხენივით არის ჩვენები ჩამომხმარი ფეხებით დარბიან და იღებენ ტრამვებს. იმედია არაფერია სერიოზული. უყურე პორველ ტაიმს და მართლაც რომ კარგად ითამაშა გიორგიმ.
gg
22 აპრილი 2019 07:32
1
შეუერთდა მგონი ჩაკვეტაძეც მარადპერსპექტიულების სიას. ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ თითქოს ეს ფილმი უკვე გვინახავს. ა ლა ოქრიაშვილი, ანანიძე, ზარანდია და ა.შ.
odala
22 აპრილი 2019 05:48
13
ეს ბიჭი ისეთი ნიჭიერია, რომ მისი ასაკის მიუხედავად, იმსახურებს რომ ითამაშოს მაღალი დონის გუნდებში. მაგრამ მისი ბავშობის მწვრთნელების დაუდევრობის გამო, ამ ფეხბურთელის ფიზიკური განვითარების უნარჩვევები, ძალზედ ჩამორჩება მის ფეხბურთულ ნიჭს და თავისთავად, იმ დატვირთვით, რაც საჭიროა მაღალ დონეზე თამაშიათვის, მისთვის, მისი განუვითარებული(!) კუნთებისათვის საშიშია. სწორედ ასეთივე შემთხვევა იყო და დღემდე სავალალოდ გრძელდება, ლევან მჭედლიძის შემთხვევაშიც.
ავაზა
22 აპრილი 2019 16:58
2
მშვენივრად ჩამოაყალიბეთ ყველამ მიზეზი,ჰო და იმიტომაც არ ყიდულობენ ქართველ ფეხბურელებს სუპერ კლუბები,რამეთუ იციან,ერთი "კაცური" შეჯახება და 4-5 თვე უნდა გაუცდეს...
ერთი კალაძე გვყავდა ათლეტი და კი ითამაშა ფეხბურთი (რასაც ჰქვია)....
ზაზა
22 აპრილი 2019 11:28
0
თუ დავაკვირდებით ყველა ჩვენს ახალგაზრდა იმედს ერთნაირი ტრავმიანობა აწუხებს. ყველაფერი ბავშვობის ასაკიდან დაშვებული შეცდომების გამო ხდება - არასათანადო ვარჯიშები, მოედნის საფარი, კვება და ბევრი სხვა. საგანგაშო სტატისტიკაა!
მერაბი
22 აპრილი 2019 09:52
0
Gmertma jamrteloba misces yoveltvis. Zogadad fiz momzadebis problema arsebobda tu arsebobs kide . Chamoiyvanon federaciam. Fiz momzadebis kvalificiuri espaneli. Ingliseli. Italieli. Cota meti gadauxadon da treeiningebi chautaron. Rom chamogyavt es po sabrchota kadrebi ra ubedureba
Emigranti
22 აპრილი 2019 06:22
0
ღმერთო გთხოოვ.ეს ადამიანი გადაარჩინე რამე სერიოზულ ტრამვას.მეტი სათხოვარი არაფერი მაქვს
Buxrika
22 აპრილი 2019 12:47
0
სირბილის დროს ენერგიის ძირითადი ნაწილი გრავიტაციის დაძლევაში იხარჯება. იქნებ მოვიდა დრო, როდესაც ქართველმა მწვრთნელებმა სპორტსმენებს უნდა გაუმხილონ გრავიტაციის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენების შესასწავლი უნიკალური სისტემის, მენტალური მომზადების მეთოდიკა - „ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5“-ის არსებობის შესახებ?
სირბილის სწავლების ცენტრი
22 აპრილი 2019 12:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული