გაურკვევლობა "ანორთოსისში" და თემურ ქეცბაიას ბუნდოვანი მომავალი კვიპროსულ კლუბში

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ფამაგუსტას "ანორთოსისში" საქმეები მთლად დალაგებული არაა. როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, გუნდში სიტუაცია არეულია.

გუშინ, 22 აპრილს, კლუბის პრეზიდენტი ლაიზოს ლაიზოსი გადადგა. მას დირექტორთა საბჭოს ყველა წევრი მიჰყვა.

დღეს, 23 აპრილს  შეხვედრაა ჩანიშნული ინვესტორ ქრისტოს პულადისთან, ვისთანაც უნდა შეთანხმდნენ კლუბის წარმომადგენლები. სხვათა შორის, "ანორთოსისში" თემური ქეცბაიას მისვლის ინიციატორი სწორედ პულადისი იყო. როგორც cyprustimes-ი იტყობინება, პულადისი ქეცბაიას, გარდა კარგი ხელფასისა, 3 მილიონ ევროს შეჰპირდა ახალი გუნდის ასაშენებლად.

თუმცა, იგივე გამოცემის მიხედვით, ახლა კლუბში ყველაფერი აირია. გუნდს გასასტუმრებელი აქვს ორი დიდი
ვალი. ერთი, რუსული "ორენბურგისთვის" 600 000 ევრო და ასევე, წინა მწვრთნელი რონი ლევისთვის მისაცემი თანხა. ამ ვალების გაუსტუმრებლობის შემთხვევაში "ანორთოსისს" სეზონის წინ ქულები დააკლდება.

ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული. თუ კლუბი პულადისთან შეთანხმდება, სიტუაცია დაწყნარდება; შეუთანხმებლობის შემთხვევაში გამოცემა გამოთქვამს ეჭვებს კლუბის მომავალთან დაკავშირებით. მათ შორის, საქმე თემურ ქეცბაიასაც ეხება:

"ქართველმა მწვრთნელმა გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამის ინიციატორი პულადისი იყო. მან მისცა თემურს ფინანსური გარანტიები და სრული თავისუფლება გუნდის აშენების საკითხში. თუ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პულადისი კლუბიდან წავა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.

პირველ რიგში, ინვესტორის გარეშე "ანორთოსისს" ძალიან გაუჭირდება. მეორე საკითხია, ისურვებს კი ქეცბაია სხვა ხალხთან მუშაობას, რადგან არავინ იცის, სხვა ადმინისტრაცია მისცემს თუ არა თავისუფალი მოქმედების უფლებას.

ამის მიუხედავად, ქეცბაიასთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ქართველს დაწყებული აქვს მუშაობა კლუბის გასაძლიერებლად."

როგორც ვხედავთ, დღევანდელ შეხვედრაზე ინვესტორსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის ბევრი რამეა დამოკიდებული. შეიძლება თემურ ქეცბაიას გუნდში დარჩენის საკითხიც დღეს გადაწყდეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საერთოდ დღევანდელი ქართული ფეხბურთი დიდ გაურკვევლობას წარმოადგენს
giorgi
23 აპრილი 2019 20:49
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული