გიორგი ხარაიშვილმა დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
25 აპრილს, შვედეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" გასვლაზე "კალმარს" 1:1 დაუზავდა.

მე-3 ტურში "იურგორდენთან" შეხვედრაში ხარაიშვილი გააძევეს. წინა ტური "ჰელსინბორგთან" გამოტოვა, "კალმართან" კი დაბრუნდა, შეუცვლელად ითამაშა და 88-ე წუთზე მისი პასით სომხეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრე ცალისირმა ანგარიში გაათანაბრა.

"გეტებორგი" 7 ქულით მე-6 ადგილზეა და 29 აპრილს აიკ-ს უმასპინძლებს.

კალმარი. "გულდფაგელნი". 4 716 მაყურებელი
კალმარი - გეტებორგი 1:1
გოლები: 1:0 დიუფი (65), 1:1 ცალისირი (88)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული