სტუმრები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მასპინძელთა მდგომარეობა კი თავდამსხმელ სისოკოს გაძევებამ კიდევ უფრო გაართულა, რის შემდეგაც მარსელელები გრინვუდმა დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ მეკარე მობლიუს ბურთის მოგერიება მართებდა. მერე „მწვანეების“ კარი რაბიომაც დალაშქრა და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში „მარსელმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი შესვენებაზე შეცვალეს. Sofascore-მ მისი თამაში 6.4 ქულით შეაფასა.
„სენტ-ეტიენი“ შემდეგ შეხვედრას
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - მარსელი 0:4
გოლები: 0:1 გრინვუდი (22), 0:2 რაბიო (34), 0:3 ლუის ენრიკე (68), 0:4 ჰეიბერგი (81)
გაძევება: სისოკო (21, სენტ-ეტიენი)