ცოტა ხანში ბელგიის ჩემპიონატზე ქართველების "გენტისა" და ლიდერ "გენკის" შეხვედრა დაიწყება. მასპინძელთა გუნდმა გუშინ წინასამატჩო განაცხადში ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შეიყვანა, მაგრამ შეხვედრის დაწყების წინ ცვლილებები განახორციელა.
ჩაკვეტაძე განაცხადიდან გამოიყვანეს. შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მუხლის ოპერაციის გაკეთება მოუწევს, თუმცა შესაძლოა, "მეხელენთან" თასის ფინალის წინ დაასვენეს, რომელიც 1 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება ქვილითაიას, ის ძირითად შემადგენლობაში უკრაინელი თავდამსხმელის რომან იარემჩუკის ნაცვლად დააყენეს. 2018 წლის ზაფხულში გადასული ქვილითაია "გენტის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა.