nieuwsblad.be: გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა - ითამაშებს თასის ფინალში?

AutoSharing Option
დღეს, 27 აპრილს "გენტმა" კლუბის ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. ისინი ფეხბურთელებს შეძახილებით ამხნევებდნენ. გუნდთან ერთად ივარჯიშა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ჩაკვეტაძეს ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, "გენკთან" წაგებულ მატჩში (0:1) მონაწილეობა არ მიუღია. nieuwsblad.be-ს ცნობით, თასის ფინალისთვის ემზადება, თუმცა ჯერ უცნობია, მუხლის პრობლემის გამო ითამაშებს თუ არა.

ტრავმირებულნი არიან აგრეთვე თავდამსხმელები ალეკსანდერ სიორლოტი და რომან იარემჩუკი.

თასის ფინალი 1-ელ მაისს ბრიუსელში გაიმართება და "გენტის" მეტოქე "მეხელენი" იქნება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლორია სად აორთქლდა დუისბურგიდან? ძმაკაცის სიდედრი გაუხდა ცუდად?
odala
22:36 29-04-2019
0
გული შეგვიწუხეთ რა აა რაგახდა ეს ბიჭი აცალეთ 3 გოლი გაიტანა და რა გახდა ვაა
სტალინი
20:24 28-04-2019
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული