ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია

AutoSharing Option
29 აპრილს, პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში "გურნიკმა" საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა "ზაგლებიე".

მასპინძელთა გუნდში მიჯრით მესამე მატჩში გააკეთა საგოლე პასი ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ, რომელიც კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და მე-80 წუთზე შეცვალეს.

სტუმართა გუნდში 41-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე თავდამსხმელი გიორგი გაბედავა, ხოლო ფორვარდი გიორგი ივანიშვილი სათადარიგო იყო.

"გურნიკი" ექსტრაკლასაში დასარჩენად მებრძოლ 8 გუნდს შორის 40 ქულით მესამე ადგილზეა, "ზაგლებიე" კი 28 ქულით - ბოლოზე.

-30/05/1-gvilia.jpg" border="0" alt="alt" title="ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია" style="height: 50px; width: 50px;" />ვაკო გვილიამ საგოლე გადაცემა გააკეთა - "გურნიკმა" 1:0 მოიგო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოჰოჰო.

გვილია თუ პასების დიდოსტატია, მაშინ ჩავი რა გამოდის? ინიესტა? პირლო?
გიფიქრიათ ამაზე?? დიდოსტატები ეგენი არიან.

იოზილი, კროოსი, ვერატი და კიდევ რამდენის ჩამოთვლა შეიძლება, ვინც მართლა პასის ოსტატები არიან. გვილია მაგათ დონეზეც არაა და თურმე დიდ-ოსტატი ყოფილა :| ცოტა თვალებში გამოიხედეთ!

(არ დაბლოკოთ!!)
Modric
14:57 30-04-2019
8

სიახლეები პოპულარული