15 მაისს, რუსეთის თასის ნახევარფინალში მოსკოვის "ლოკომოტივმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "როსტოვს" და ფინალში გავიდა.
სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა მცველმა საბა კვირკველიამ, ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კი 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
22 მაისს ფინალი სამარაში გაიმართება - "ლოკო" "ურალს" დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ჩემპიონატს, დასრულებამდე ორი ტურით ადრე რკინიგზული გუნდი 52 ქულით მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ "კრასნოდარს" 2 ქულით უსწრებს.