17 მაისს, სეგუნდადივიზიონის 38-ე ტურის დასკვნით მატჩში "გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" სახლში 4:2 სძლია ხიხონის "სპორტინგს".
პაპუნაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა და 18 წამში ანგარიში გაათანაბრა. ის იმ დროს შევიდა მოედანზე, როდესაც მისი გუნდი კუთხურს აწვდიდა, საჯარიმოში არეულობაში ყველას დაასწრო და ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
გიორგის მიერ შესვლიდან 18 წამში გოლის გატანა "მარკამაც" აღნიშნა და გამორჩეულად ვიდეო გამოაქვეყნა.
ამის შემდეგ არაგონელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
პაპუნაშვილს ტრავმის გამო ამ სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუცდა, მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (თანაც, სრულად თამაში იშვიათად უწევდა) და 2 გოლი გაიტანა.
"სარაგოსა" 50 ქულით მე-13 ადგილზეა და 24 მაისს, შემდეგ ტურში სტუმრად "მალაგას" დაუპირისპირდება.
სარაგოსა. "რომარედა". 19 963 მაყურებელი
სარაგოსა - სპორტინგი 4:2
გოლები: 0:1 ლოდი (8), 1:1 ვასკესი (39), 1:2 ლოდი (47), 2:2 პაპუნაშვილი (66), 3:2 ვასკესი (70), 4:2 გუალი (90+1)