გიორგი პაპუნაშვილი 3 თვის შემდეგ მოედანს პირველად "კორდობასთან" მოგებულ (3:0) მატჩში დაუბრუნდა. ის თამაშში 81-ე წუთზე მარკ გუალის ნაცვლად ჩაერთო, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.
ესპანური Marca ქართველი შემტევის დაბრუნებას ეხმაურება.
"მარკ გუალის ჰეთ-თრიკთან ერთად კარგი ამბავი გიორგი პაპუნაშვილის დაბრუნებაა. ქართველმა მოედანზე 10 წუთი გაატარა და სამთვიანი უქმობის შემდეგ თავი ფეხბურთელად კვლავ იგრძნო.
"ალბასეტესთან" მიღებული ტრავმის შემდეგ მას სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდა, ახლა კი სურს, სეზონის ბოლო ნაწილში გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდეს და ლა ლიგა 2-ში ადგილის დროზე ადრე შენარჩუნებაში დაეხმაროს.
"სარაგოსას"
შეტევაში მის გარეშე დეფიციტი იგრძნობოდა. გიორგის წვლილი გასულ სეზონში უმნიშვნელოვანესი იყო. "პაპუ" ის მოთამაშეა, რომელსაც ყოველთვის საფრთხე მოაქვს. ბოლო შეხვედრაშიც ჰქონდა მომენტი, რომელიც ვერ გამოიყენა.
გიორგი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს თამაშის რიტმს. ამიტომ მთავარი მწვრთნელი მას შემდეგ მატჩში დროს, დიდი ალბათობით, მეორე ტაიმში მისცემს", - ვკითხულობთ Marca-ზე.
მიმდინარე სეზონში გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსას" რიგებში 11 შეხვედრა გამართა, სადაც 2 გოლი გაიტანა.