ვაკო გვილია: "ლუცერნში" ტურისტად დაბრუნება არ მსურს

AutoSharing Option
"ლუცერნის" ქართველი ნახევარმცველი ვაკო გვილია, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით პოლონურ "გურნიკში" გაატარა, შვეიცარიაში დაბრუნებას არ აპირებს.

ამის შესახებ 24 წლის ფეხბურთელმა luzernerzeitung.ch-ს განუცხადა.

"პოლონეთში თავიდანვე თავდაჯერებული ვიყავი, მხარს მიჭერდნენ თანაგუნდელები, გულშემატკივრები და მთლიანად კლუბი. ლუცერნი ძალიან ლამაზი ქალაქია, მაგრამ იქ ტურისტად დაბრუნება არ მსურს. აქ თამაშის დროს "ლუცერნიდან" არავინ მაკვირდებოდა. კლუბის დატოვება მსურს", - განაცხადა ვაკო გვილიამ.

ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ექსტრაკლასაში 17 შეხვედრა გამართა, სადაც 1 გოლი და 4 საგოლე გა
დაცემა შეასრულა.

მისი მისვლის შემდეგ "გურნიკმა" დაბალ ლიგაში გავარდნა თავიდან აიცილა და ბოლო 7 შეხვედრიდან 5 მატჩი მოიგო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვაკო გვილიას სამსახურით ორი პოლონური კლუბი ინტერესდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბათუმის დინამო აწარმოებს მოლაპარაკებას ვაკოსთან და მერაბაშვილთანაც
4
ლუცერნში სკამის ხეხვას რა თქმა უნდა მანდ დარჩენა სჯობს
ალეკსანდრე
18:26 22-05-2019
0

სიახლეები პოპულარული