ლევან მჭედლიძე და "ემპოლი" დაშორდნენ - 13-წლიანი ისტორიის დასასრული

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს "ემპოლისთან" კონტრაქტი ეწურება და კლუბს დატოვებს.

ლევანი ტოსკანურ კლუბში 2006 წელს, 16 წლის ასაკში მივიდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, 18 წლის ასაკში კი ის "პალერმოში" გაანათხოვრეს, სადაც ორი წლის განმავლობაში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა - ჯანლუიჯი ბუფონის კარში.

შემდეგ იყო უამრავი და გაუთავებელი ტრავმები.

საუკეთესო სეზონი ლევანს 2015-16 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც სერია A-ს 15 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა. წარმატებული სერია მაშინაც ტრავმამ შეწყვიტა, რომლის
შემდეგაც ქართველმა შემტევმა მთელი შემდეგი სეზონი გამოტოვა.

სულ "ემპოლის" რიგებში ლევან მჭედლიძის ანგარიშზე 152 მატჩში 19 გატანილი გოლია.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 29 წლის თავდამსხმელი.

altვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ზლატანის გუნდის წინააღმდეგ [VIDEO]

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
იტალიაში ფულს ტყუილად არავინ ჰყრის და მიუხედავად ამდენი ტრავმისა,ლევანმა 13 წელი რომ გასძლო,ეს იტალიელების მხრიდან მისი პოტენციალისა და თავგანწირვის დაფასებას ნიშნავს.ლევანი არც საქართველოს ნაკრებში უფრთხილდებოდა თავს და ზოგიერთი ჩვენგანისაგან მასზე ასეთი უსულგულო კომენტარები,დაუმსახურებლად მიმაჩნია.იმედი მაქვს ლევანი შეძლებს ქრონიკული ტრავმების მორჩენას და კარიერის უფრო მეტი წარმატებით გაგრძელებას
სოსო
01 ივლისი 2019 12:27
0
მერე რას მიაღწია 13 წლის მანძილზე,არაფერს. 2 წლის განმავლობაში 11 მატჩი,მაგარია.მერე ტრამვები,ასეთი რამეები ქართველების მეტს არავის არ ემართება,წადით რა ბაბაია და დომინო ითამაშეთ.
მახა
01 ივლისი 2019 11:09
7
ერთი სეზონი რო დინამოში ითამაშოს ან ევროპაზე დახმაროს გუნდს ან საბურთალოში კარგი იქნებოდა გააძლირებდა გუნდს და შემდეგ რო დაბრუნდეს ევროპასი ჩემი აზრით ეს ნაბიჯი ლევნსთვის რთული მისაღები იქნება მაგრამ თუ გააძლირებას რომლიმე კულბს ეს იქნება ღირსეული საქცეიელი
გიო
30 ივნისი 2019 18:04
0
ბათუმის დინამოში მოდი ლევან,გვჭირდება შენი სტილის თავდამსხმელი.
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
30 ივნისი 2019 13:12
2
ურეკის ქვიშა მართლა შეიძლება მოუხდეს.
emigranti
01 ივლისი 2019 14:15
0
ხო ბათუმის ზღვა უხდება ტრამვებს.დდ
Nnn
01 ივლისი 2019 01:08
0
ერთი ყენიამ გააგრძელა და მეორე ეს გააგრძელებს, კაით რა, წავიდეს მწვრთნელთა სკოლაში და მომავალი თაობა აღზარდოს.
Nnn
30 ივნისი 2019 12:41
7
"ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 29 წლის თავდამსხმელი"
.
სად გააგრძელებს და სახლში :)
სიმართლე
30 ივნისი 2019 11:56
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული