იტალიური გამოცემა Calabriasport24.net-ი აცხადებს, რომ იტალიის სერია B-ს კლუბი "კოსენცა" ლევან მჭედლიძით არის დაინტერესებული და მის აყვანაზე სერიოზულად მუშაობს.
გამოცემა უახლოეს დღეებში მოვლენების განვითარებას ელოდება.
"კოსენცამ" გასული სეზონი სერია B-ში გაატარა და 46 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა, 4 ქულა დააკლდა სერია A-ს პლეი-ოფში მოსახვედრად.
იქამდე კი, კლუბი იტალიის დაბალ დივიზიონებში თამაშობდა, ძირითადად, სერია C-ში. გუნდმა საუკეთესო ბომბარდირი ჯენარო ტუტინო დაკარგა, რომელიც "ნაპოლიდან" იჯარით ჰყავდათ აყვანილი და ახალი თავდამსხმელის ძიებაში არიან.
ლევან მჭედლიძემ "ემპოლი" ამ ზაფხულს დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქართველი თავდამსხმელი სწორედ "ემპოლის" რიგებში თამაშობდა.
ვთქვათ თეორიულად რომ ორ რაუნდიანად დაუპირისპირო სერია ბე-ს 10-ე გუნდი და ქართული უმაღლესის 4 დან რომელიმე და ამ უკანასკნელმა წააგოს.. მაშინ ჩვენი ფეხბურთის დედაც..
ხოდა ანუ რისი თქმა მინდა რომ შეიძლება არც აქ დაახიეს კალთები მჭედლიძეს მოდიო და ისიც მესმის რომ იქ უკეთესი პირობებია (მათ შორის ცხოვრების), მაგრამ ჯერ კიდევ 30 წლამდე ფეხბურთელი რომ არჩევანს არა უფფრო ძლიერ გუნდზე არამედ კომფორტზე აკეთებ, მგონია რომ მინიმუმ არასწორია..
თვითონ უკეთ იცის.. წარმატებები ლევანს!