რატომ ირჩევენ ქართველები რუსეთს? - ამ ქვეყნიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია

AutoSharing Option
რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ჩვენი მეზობელი დემოკრატიისგან შორს არის, ქვეყანაში გამეფებულია ავტოკრატია, კორუფცია, კრიმინალი და მაინც რატომ არის სასურველი რუსეთში ფეხბურთის თამაში?

ეს სტატია არ არის პოლიტიკაზე და რუსეთი წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით განვიხილოთ. ეს ქყეყანა არის უეფას რეიტინგში მეექვსე ადგილზე, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: პორტუგალია, ბელგია, უკრაინა, თურქეთი და ჰოლანდია. აქვს ძალიან მაღალი დონის საფეხბურთო არენები, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ და ამით შეუძლია თავი მოიწონოს.

საშუალო დასწრება პრემიერლიგის მატჩებზე 19.747 ადამიანს შეადგენს, დასწრების თვალსაზრისით ჩემპიონატს "ზენიტი" ლიდერობს - საშუალოდ
50 000 ადამიანი. 2 გუნდი ავტომატურად ხვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ერთიც კვალიფიკაციაში მონაწილეობს. აგრეთვე ორი გუნდი მონაწილეობს ევროპა ლიგის კვალიფიკაციაშიც.

ჩემპიონატი გამორჩეულია მაღალი ხელფასებითაც, რაც ტურნირს ფეხბურთელებისთვის მიმზიდველს ხდის. "ტრანსფერმარკეტი" რუსეთის პრემიერლიგას 1.04 მილიარდ ევროდ აფასებს.

2019/2020 წლის საფეხბურთო სეზონში, რუსეთის პრემიერლიგაში ქართული პასპორტით 7 ფეხბურთელი თამაშობს: საბა კვირკველია - მოსკოვის "ლოკომოტივი", გია გრიგალავა - ტულის "არსენალი, ჯიმი ტაბიძე - ''უფა", ჯანო ანანიძე - მოსკოვის "სპარტაკი", ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე, ზურაბ დავითაშვილი - ყაზანის "რუბინი".

მიმდინარე სეზონში ნიჭიერი და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების შეძენით ყაზანელები არიან დაკავებულები, ცნობისთვის ეს ის კლუბია რომლისთვისაც პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი საბა კვირკველია არასასურველი გახდა.

ამავდროულად "რუბინი" ბოლო პერიოდში დიდი საფეხბურთო შედეგებით ვერ დაიკვეხნის. ამ კლუბში რუსეთის მოქალაქე, თუმცა ქართული გვარის მატარებელი ნიკოლაი ყიფიანიც იმყოფება. იმასაც ამბობენ "რუბინს" ჯანო ანანიძეც შეუერთდება და ქართული კვინტეტი შეიკვრებაო.

რატომ ირჩევენ რუსეთს: ხელფასების გამო? - დიახ, ძალიან კარგი ხელფასებია. საქართველოს ჩემპიონატზე ან ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატზე უკეთესია? - დიახ, ნამდვილად უფრო მეტი შესაძლებლობებია. წყალობთ ადგილობრივი პრესა? - დიახ, ქართველთა მოქმედებები ხშირად უფრო მასშტაბურად შუქდება, ვიდრე არის.

თუმცა აქ ჯობია პირდაპირ მთავარი კითხვა დავსვათ: - გამოდგება რუსეთის ჩემპიონატი საფეხბურთო ტრამპლინად? - არა, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობა რუსეთში რჩება. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯანო ანანიძე ან საბა კვირკველია, რომელთაც ჰქონდათ ინგლისის პრემიერლიგაში ან სხვა ჩემპიონატში მოხვედრის შანსი, თუმცა ბევრი მიზეზის გამო კვლავ რუსეთში თამაშობენ.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს,  რუსეთიდან ორად ორი ფეხბურთელი წავიდა ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში, უფრო სწორად იტალიის სერია A-ში. "ზენიტიდან" "პარმაში" განათხოვრებულია ბრაზილიელი ჰერნანი და მოსკოვის "სპარტაკიდან" სამშობლოში დაბრუნდა 32 წლის სალვატორე ბოჩეტი - "ჰელას ვერონა".

თუ გადავხედავთ რუსეთის ნაკრების შემადგენლობას ქვეყნის მიღმა მხოლოდ 3 ფეხბურთელი თამაშობს, ალექსანდრე გოლოვინი "მონაკოში", ნიკოლაი კომლიჩენკო "მლადა ბოლესლავში" და დენის ჩერიშევი "ვალენსიაში". ეს სტატისტიკა პატრიოტიზმიდან არ გამომდინარეობს, განა წარმატებულ რუს ფეხბურთელებს არ სურთ თამაში წამყვან ჩემპიონატებში? უბრალოდ რუსეთის ჩემპიონატიდან წასვლა საკმაოდ რთულია, რადგან ფეხბურთელებს უამრავი ხელოვნურად შექმნილი შემაფერხებელი ფაქტორი ხვდებათ.

რა პერსპექტივა აქვთ ქართველებს "რუბინში"? მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც ერთმანეთის კონკურენციაში ხვდებიან. ქართველებიდან თუ რომელიმე გამოიჩენს თავს, სად წავლენ ან სად გაუშვებენ?

შვიდივე ქართველი ფეხბურთელი ნაკრებისთვის განძია და ანანიძის მაგალითი არ უნდა გაიზიარონ, როცა მის განძს ყოველწლიურად მდინარე მოსკოვის ფსკერზე ჟანგი ედება, ამისგან თავის დაღწევა აუცილებელიცაა და სავალდებულოც.

P.S. ჯანსაღი აზრი და შრომისმოყვარეობა აკომპენსირებს თქვენში ნიჭის უკმარისობას, შეიძლება იყოთ გენიალურზე გენიალური, მაგრამ სისულელით მთელი ცხოვრება დაიღუპოთ. - ბერნარდ შოუ.

alt"რუბინი" მალე მთლად ქართული გახდება - ყაზანურ გუნდში "რუსთავის" თავდამსხმელი გადავიდა

altSports: ახალგაზრდა ქართველები "რუბინს" მიათრევენ

მკითხველის კომენტარები / 24 /
ჩემი აზრით პოლობეთის ჩეხეთის სლოვაკეთის დონის ჩემპიონატში წასვლას,რუსეთში წასვლა ჯობია და თან ბევრად. ავტორი კიდე ისე წერს თითქოს ევროპულ წამყვანი ჩემპიონატებიდან კალთას ახევდნენ ჩვენ ბიჭებს.
გოგა
11 აგვისტო 2019 18:21
6
Me sxva daskvna gamovitane. Slovaketze ar aris saubari, magram rodesac premierligis varianti gaq da rusetshi rchebi, shentvis prioriteti sportuli mxare araa da plus amas strategiulad azrovneba ar shegizlia. Chanturias, oqriashvils, ananizes sheezlot karg evropul.gundebshi kargad etamashat, magram rac airchies, ki xedavt
Rezo
11 აგვისტო 2019 19:36
2
დღემდე რუსეთში მოთამაშე არც ერთ ქართველ ფეხბურთელზე ევროპიდან მოთხოვნა არ ყოფილა.არა მგონია ანანიძემ ან კვირკველიამ ევროპის ტოპ ჩემპიონატში გაქაჩონ.სხვებზე საერთოდ ლაპარაკი სირცხვილია.ახლა გამოჩნდენ კვარაცხელია და დავითაშვილი და თუ ითამაშეს მაღალ დონეზე და ექნებათ კარგი შემოთავასება, გაყიდიან ოღონდ არა მუქთათ,იმიტომ რომ რუბინი ეკონომიურად ღარიბი გუნდია. ჯერ მხოლოდ 18 წლისანი არიან.ხომ თამაშობენ ჩვენები დანიაში,შვეციაში,ბელგიაში და სხვა რატომ არ მიყავთ ტოპ ჩემპიონატებში
რა შუაშია რუსეთი
11 აგვისტო 2019 18:13
3
Daybnost მაგ ლოგიკით ანანიძე და კვირკველიასთვის რატომ არ გამოდგა ტრამპლინი? ვერ წარმოაჩინეს თავი თუ?
ძღაბი
11 აგვისტო 2019 18:00
7
სად უნდა გადასულიყვნენ რეალში თუ ბარსელონაში? რომელი გრანდი ეხვეწებოდა ჩვენს ძირითადში ითამაშეო?
giorgi
11 აგვისტო 2019 19:43
1
ერთი შეხედვით რუსეთის ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერ ლიგად მიიჩნევა და ტრანსფერებსაც რომ გადახედო თუნდაც ამ სეზონის წინ (მალკომი, შურლე , ვილენა, ფილიპი) ან კლუბების ბიუჯეტს 3-4 გუნდს 100 მილიონ დოლარზე მეტი აქვთ საბაზო ბიუჯეტი ესეც ბევრზე მეტყველებს ზენიტს 200 მეტი კიდე იმ ბელგიის თუნდაც ჰოლანდიის, დანიაზე ნორვეგიაზე შვედეთზე და სხვა მსგავს მესამე ეშელონის ჩემპიონატებზე ლაპარაკიც ზედმეტია ორი თავით მაღლა დგას მინიმუმ + 21 საუკუნეში უეფას თასი რუსეთის 2 გუნდმა მოიგო. იგივე ფეინორდს ან მისი დონის სხვა კლუბს რომ ხუთეულისთვის მებრძოლი რუბინი ან როსტოვი შეახვედრო დიდი ეჭვი მაქ ფეინორდმა ან იგივე დონის ბრიუგემ რაიმე გააწყოს ზედა 4 გუნდი კი უშანსოდ მოუგებენ ეგეთი კალიბრის გუნდებს, მაგრამ ერთი კი არის თუნდაც მათი ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ევროპის ტოპ კლუბები არ იწვევენ ტოპ ჩემპიონატების საშუალო ან დაბალი დონის კლუბებში უბრალოდ არ ყიდიან ხოლო ის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე კლუბიდან არაფრისთვის მებრძოლ ბრაიტონში კრისტალ პალასში უდინეზეში ეიბარში და მსგავს გუნდში არ წავა თუნდაც ფინანსურადაც ზემოდ ნახსენები კლუბები ცსკაზე ზენიტზე ან სპარტაკზე მეტს ვერც ისინი გადაუხდიან იმ ლიგაზე კი 2-3 თამაშში წარმოაჩენს თავს და უფრო ძლიერი გუნდების ყურადღებასაც მიიქცევენ ან თუნდაც ეხლა ჩალოვში კრ: პალასი 25 მილიონს უხდიდა ცსკას და არ გაყიდა სულეიმანოვში უდინეზე 20 მილიონს და არც ის გაყიდა კრასნოდარმა 1 წელი გააჩერებენ და გაისად 40 მილიონად გაყიდიან უფრო ძლიერ გუნდში იგივეა ქართველ ფეხბურთელებზეც წარმოიჩინოს თავი დავითაშვილმა კვარაცხელიამ და ტოპ ლიგების გუნდებიდან რიგი დაუდგებათ ის რომ რუსეთის ჩემპიონატი შეიძლება ევროპის ტოპ ლიგაში გადასასვლელად ტრანპლინად ვერ გამოიყენო ეს აფსურდია მაშინ ფეხბურთელი არ არის იმ დონის რომ შენ აქებდე და ის კი რეალურად არ იყოს იმ დონის რაც საჭიროა ტოპ ლიგებში სათამაშოდ თორემ ტრამპლინად რუსეთი კი არა კვიპროსი სლოვაკეთი და ბულგარეთი გამოიყენო კარგ ფეხბურთელს ვერც რუსეთი და ვერც ამერიკა ვერ შეაკავებს თუ ის რეალურად კარგი ფეხბურთელია რომ ტოპ ლიგაში მოხვდეს
Daybnost
11 აგვისტო 2019 16:35
8
ჯერ ერთი რამოდენიმე ქართველმა ითამაშა რუსეთის ჩემპიონატიდან ევროპაში,კობიაშვილი,შელია საკმარისია,,მერე მეორე სადაც უკეთესი პირობებია ფინანსურად იქ წავა ფეხბურთელი,,წარმატება ზუკას კვარაცხელიას,საუკეთესოები არიან,,მალე მათ რიგს კიდევ ერთი ქართველი შეემატება,,
qomagi
11 აგვისტო 2019 16:11
9
ჩვენი ფეხბურთელებისთვის რუსეთი საუკეთესო ვარიანტია! ფიზიკურად მაინც უქნებიან კონდიციებში. და საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია. ჩვენი ლიგა მაგათთან შედარებით სამოყვარულო დონეა...წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით რუსეთის პრემიერ ლიგა წინსვლაა ქართველი ფეხბურთელებისთვის. და როგორც აქ აღნიშნა ერთმა იუზერმა კარგათ თუ ითამაშებ ნებისმიერ ადგილას შეგამჩნევენ და თუ ვერ ქაჩავ გინდა გენტში იყავი და გინდა გენკში..
Vakhtang Lobzhanidze
11 აგვისტო 2019 18:05
2
100% გეთანხმები სამწუხაროდ ასეა, ჯერ არცერთ ქართველს არ გამოუყენების ტრამპლინად. სამწუხაროდ
გულშემატკივარი
11 აგვისტო 2019 15:05
7
მაგათთვის ერთადერთი შანსია, ნაკრებთან ერთად თუ მიაღწევენ სერიოზულ წარმატებას და ასე გამოიჩენენ თავს, მაგრამ ასეც გაუწირდრბათ მანდედან გაღწევა ევროპაში, რადგან წარმატების შემთხვევაში რუსები ორმაგ ფასს დაადებენ და ვიღა იყიდის? არავინ. მაშინ კონტრაქტის ვადა რომ გაუთავდებათ აღარ უნდა გააგრძელონ, მარა ახალ კონტრაქტს 2 წლით ადრე სთავაზობენ. რუსია, რუსი, ამიტომ თუ რეალური წარმატება გინდა მაქეთ პირი საერთოდ არ უნდა ქნა
ვასო
11 აგვისტო 2019 14:13
18
ვინც პოლონეთში წავიდა მათი სახელები ხომ ქუხს
გიორგი
11 აგვისტო 2019 17:51
3
ნეტავი საქართველოს ნაკრების წევრებიც საქართველოს გუნდებში თამაშობდნენ. ნაკრებიც და კლუბებიც უფრო კარგად ითამაშებდნენ.
giorgi
11 აგვისტო 2019 13:55
4
კვარაცხელიამ ინტერვიუში თქვა ლოკომოტივი 1+1 კონტრაქტს მთავაზობდაო და რუბინთან 5 წლიანს მოვაწერე ხელიო და კარგიაო რა არის კარგი. მინიმუმ 4 წელი რუბინი არსად არ გაუშვებს შანსი არაა და რუბინში მბაპეც რომ ათამაშო არავინ გაიგიჟებს ყიდვაზე თავს რადგან რუბინის ფეხბურთელიაო იტყვიან. არადა კარგი ბიჭები არიან და უკეთესი იქნებოდა დანიაში შვეიცარიაში ნორვეგიაში შევედეთში ეგეთი დონის ჩემპიონატში გადასულიყვნენ
ტოტტი
11 აგვისტო 2019 13:12
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული