
"რუსთავის" ყოფილი თავდამსხმელი, 22 წლის ნიკოლაი ყიფიანი "რუბინში" გადავიდა.
ყიფიანი რუსეთის მოქალაქეა, ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში კი 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ნიკოლაის "რუბინმა" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ის მოსკოვის "ლოკომოტივის" აღზრდილია და კვიპროსის "ეთნიკოსში", "ერმისსა" და "ომონიაში" თამაშობდა.
"რუბინში" სამი ქართველი ლეგიონერი ასპარეზობს: ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ბექა მიქელთაძე.