ესპანური პრესა: ლევან შენგელია "ტენერიფესა" და სახელოვან ევროპულ კლუბს სურთ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DINAMOTB/

ესპანური გამოცემები eldesmarque, eldia და eldorsal-ი წერენ, რომ ლევან შენგელიათი, "კადისის" გარდა, სეგუნდა დივიზიონის კიდევ ერთი კლუბი - "ტენერიფე" არის დაინტერესებული და კანარელებმა თბილისის "დინამოს" უკვე მიმართეს. ამას გარდა, eldesmarque ჟურნალისტზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქართველი შემტევი მნიშვნელოვან, სახელოვან ევროპულ კლუბს აინტერესებს, თუმცა კლუბის ვინაობას არ აკონკრეტებს.

გამოცემები წერენ, რომ "კადისს" ლევან შენგელიას მალე გაფორმების იმედი აქვს. მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, თუმცა არც ისე არის საქმე, სანერვიულო რომ არაფერი ჰქონდეთ. სწორედ ამ მოლაპარაკებების ფონზე მიმართა "ტენერიფემ" თბილისის "დინამოს".

ჟურნალისტ ანხელ გარსია
ალვარესის მიხედვით, კონტაქტი ქართულ და ესპანურ გუნდს ("ტენერიფე") შორის ანდორაში დამყარდა, როცა "დინამო" "ენგორდანისთან" სათამაშოდ იყო ჩასული.

თუმცა ამ ეტაპზე უპირატესობა მაინც "კადისს" აქვს. კლუბის პრეზიდენტმა მანუელ ვისკანომ თქვა, რომ შენგელიას "კადისში" გადასვლა ბიუროკრატიული პრობლემების გამო შეყოვნდა.

"საქართველოში საქმეები სხვანაირად კეთდება და ჩვენ ველოდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები "დინამოსთან", რათა შენგელიას "კადისში" ჩამოყვანა შევძლოთ" - თქვა ვისკანომ.

ამის პარალელურად, "ტენერიფეს" ინტერესი ძალიან რეალურია. კუნძულელების მცდელობები წარუმატებელი არაა და "დინამოსთან" მათაც ინტენსიური მოლაპარაკებები აქვთ. თუმცა, ჟურნალისტ მანოი დასვანის ინფორმაციით, პრობლემას ის ქმნის, რომ შენგელიათი სახელოვანი ევროპული კლუბი არის დაინტერესებული.

მართალია, საინფორმაციო საშუალებები კლუბს არ ასახელებენ, თუმცა, დიდი ალბათობით, ისიც ესპანური კლუბია. ამის თქმის საშუალებას ის გვაძლევს, რომ სტატიის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი მაინც იქით მიდის, რომ შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებსო.

მკითხველის კომენტარები / 15 /
სულაც რეალმა, რომ მიიწვიოს, ფიფია მაინც არ გაუშვებს იტყვის კადისს უკვე სიტყვა მივეციო.დდ ეგრე არ თქვა ჩაკვეტაძეზე, ბაიერნის ინტერესზე, რომ კიდხეს არაო ბაიერნში, როგორ გავუშვებდიო გენტისთვის სიტყვა მქონდა მიცემულიო.დდდდ
Nnn
13 აგვისტო 2019 22:40
1
ავტობუსი კარგად რო გაჩერდება მაშინ ჩამოდი))))
ჯოყოლა
13 აგვისტო 2019 21:28
4
ჩვენ ფეხბურთელებს და შენგელიასაც ჰოლანდია მოუხდებოდათ ძან,მაგრამ იქ არ ექნებათ მაღალი ხელფასი. აი ჯანო კი უნდა წასულიყო ვიტესში. კადისში გადასვლას კი მე ასე შევაფასებდი, ოღონდ აქიდან წავიდე და....
გოგა
13 აგვისტო 2019 18:51
2
რად გინდათ ეს ცინიზმი არ შეიძლება კაცურად ილაპარაკოდ? ნორმალური ფეხბურთელია და სადაც ითამაშებს ე.ი. იმის ღირსია.ჩვენ კი გული უნდა შეგვტკივოდეს.ისიც ამ გაღარიბებული ქვეყნის შვილია.
ამაშია საქმე
13 აგვისტო 2019 16:15
0
არ მიდის კადისში არაა რა ვერ გაიგეთ,ორ სამ დგეში გაიგებთ გუნდს სადაც წავა და ბევრად კაი გუნდში მიდის ვიდრე კადისი და ტენერიფეა
tbiliskii
13 აგვისტო 2019 14:55
8
სეგუნდაა ამათი მაქსიმუმი.
ეგეც საეჭვოა.
რაში ჭირდებათ ესენი. როცა გვერდზე ტავთ ფეინოორდი, იქიდან წაიყვანენ პროფესიონალებს
lasha
13 აგვისტო 2019 14:30
5
ეხლა მივხვდი თუ რატომ აგდებენ ნეიმარს.შენგელიას არა მარტო ესპანეთი არამედ მთელი ევროპის კლუბები ელოდებიან.
ყველაზე მთავარი კი ერთი ფრაზაა-საქართველოში საქმეები სხვანაირად კეთდება))) ქეში უნდათ ალბათ,ან თანხის ნაწილი ოფშორზე.
Gogita
13 აგვისტო 2019 12:43
10
შეუძლებელია საქართველოს ჩემპიონატიდან ევროპის სახელოვან კლუბებში გადასვლა. ისევ კადისს მიხედოს ჯობია..
გელა ნუგზარაშვილი
13 აგვისტო 2019 12:37
1
ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო უცხო გარემო ენის ბარიერი ამან არ უნდა დაამხრუჭოს(დაგატორმუზოს)მინდორზე დაიხარჯე ბოლომდე გააკეთე ის რაც შეგიძლია თავისუფლად ისუნიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ბევრად ვერაფრიდ გვჯობიან უბრალოდ მათ ბავშვობიდან სწორად თამაშს ასწავლიან რომ ყოველთვიის უნდა გაეხსნა შენიანს შესთავაზო შენი თავი და ყოველთვის უნდა ეცადო დააზღვიო შენიანი დანარჩენი ტექნიკის საქმეა წარმატებებს გისურვებ იმედია გაახარებ ოჯახს და სამშობლოს.
კახა
13 აგვისტო 2019 12:17
0
თბილისის დინამოც სახელოვანია, დღესაც ახსოვთ ევროპაში. ასე დაფდაფებს უკრავთ ჩვენების წასვლას უცხოეთში და მერე გიკვირთ ფეეინორდთან ან ზაგრებთან დიდი ანგარიშით რომ აგებენ. საქართველოში ფეხბურთელის ჯამაგირი საშუალოდ 10 ჯერ და მეტადაც აღემატება პენსიონერის შემოსავალს. აბა რას განიცდით სხვის ჯიბის უაზროდ გადავსებას...და სამშობლოს წყვეტთ ხშირად არასრულწლივნებს - ყენია, ანანიძე...
არჩილი
13 აგვისტო 2019 12:17
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული