hurriyet.com.tr: ლევან შენგელია მალე "კონიასპორთან" კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
"ჰურიეთის" ცნობით, 23 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან შენგელია დღეს შუადღისას თურქეთში სასწრაფოდ ჩაიყვანეს, მედშემოწმება გაიარა და "კონიასპორთან" 2+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს.

გამოცემის მტკიცებით, კლუბის ხელმძღვანელებმა ტრანსფერი გუნდის მწვრთნელის, აიკუტ კოკამანის მოთხოვნით გაჩარხეს, რომელსაც შეტევის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება ესაჭიროება.

კონია (და არა ქონია) ცენტრალური ანატოლიის ზეგანზე, კონიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. მისი მოსახლეობა გარეუბნების ჩათვლით 2 მილიონს აღემატება. გუნდი თურქეთის სუპერლიგაში 3 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-13 ადგილზეა და "ბიუკშეჰირ ბელედიეზე" თამაშობს, რომელიც 42 276 მაყურებელს იტევს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვითომ რატომ "კონია" და აქა "ქონია"??? ფონეტიკოსი ვარ და რამდენადაც ვიცი, თურქულში "კ" საერთოდ არაა. ქალაქის დასახელება ბერძნულიდან მოდის და იქაც "ქ" ბგერაა ქალაქის სახელში და საიდან დაადგინეთ, რომ "კონია" ჰქვია?
Giorgi
12:41 03-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული