"რუბინის" მთავარი მწვრთნელი რომან შარონოვია, მაგრამ შესაბამისი ლიცენზია არა აქვს და ოფიციალურად ამ თანამდებობაზე მისი ესპანელი თანაშემწე ედუარდო დოკამპოა გაფორმებული, რომელმაც sport24-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მას კითხვა გუნდის ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაუსვეს.
- სუტორმინი წავიდა, სამაგიეროდ, თქვენ კვარაცხელია გყავთ. "უფასთან" ნამატჩევს ჟურნალისტებს ჰკითხეთ: "რა უნდა იფიქროს ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც მედიასაშუალებებისგან მხოლოდ იმას ისმენს, რომ უნდა ითამაშოს?" გეშინიათ, რომ ხვიჩა ზედმეტი ყურადღებისგან დაზარალდება?
- ეს ზედმეტი საუბრები ხვიჩას არ ეხმარება. ის უნიჭიერესი ფეხბურთელია. რასაც ის ბურთით აკეთებს, ბევრს არ შეუძლია გაიმეოროს.
ნებისმიერი ადამიანი, თქვენ ან მე - ქებასა და კრიტიკას შორის პირველს ირჩევს.
როდესაც ბავშვობაში სკამს დავეჯახებოდი, დედა ამბობდა: "სულელური სკამია, ისაა ყველაფერში დამნაშავე". ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ დამნაშავეები სხვები არიან.
მაგალითი ფეხბურთიდან: მწვრთნელი ეუბნება ფეხბურთელს, რომ მომენტებში ისე არ თამაშობს, როგორც საჭიროა. ფეხბურთელი კი რეაგირებს: "რა ესმის ამ მწვრთნელს? ის მართალი არ არის! ასე ვიტყვი: ქება ასუსტებს.