U19. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უნგრეთს სძლია - კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სტუმრად უნგრეთი 4:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი კარგად დაიწყო და მე-11 წუთზე დაწინაურდა კიდეც - კვარაცხელიამ საჯარიმოდან ბურთი მეტოქის მეკარისგან მარჯვენა ცხრიანში გაიტანა. ამის შემდეგ სტუმრებმა შემოგვიტიეს დ ტოტი-გაბორმა ანგარიში გაათანაბრა. სამწუხაროდ, 32-ე წუთზე კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ტაიმის დასასრულს მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მადიართა მცველმა კალმარმა და გააძევეს.

შესვენების შემდეგ კაცნაკლული მასპინძლები მცირე ხნით ინიციატივას დაეუფლნენ. ტოტი-გაბორი ჩვენმა მცველმა საჯარიმოში წააქცია, პენალტი კი სკრიბეკმა გამოიყენა. აქედან მოყოლებული, რამაზ
სვანაძის შეგირდებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს და ჯერ გულიაშვილმა თავურით დალაშქრა ასვანის კარი, ცოტა ხანში მოისწრაფიშვილმა ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო 82-ე წუთზე მექვაბიშვილმა მეოთხედ დაამწუხრა მეტოქე.

12 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ყაზახეთს შეხვდება.

დიორი. "ეტო პარკი"
უნგრეთი - საქართველო 2:4
გოლები: 0:1 კვარაცხელია (11), 1:1 ტოტი-გაბორი (27), 2:1 სკრიბეკი (49, პენ), 2:2 გულიაშვილი (62), 2:3 მოისწრაფიშვილი (65), 2:4 მექვაბიშვილი (82)
გაძევება: კალმარი (42)

უნგრეთი: ასვანი, ჰუჟტი, შუკსი, ბენდერეკი, კალმარი, კოშიჩი (კომენდი 46), ჰიდი (ნიარი 82), სკრიბეკი, საბო (რადიჩი 46), ბუტკა (გიპფი 68), ტოტი-გაბორი (ბეკე 68)

საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (ჭავჭანიძე 86), გელაშვილი, კალანდაძე, ჯანგიძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (იაკობიძე 60), გულიაშვილი, დავითაშვილი (ნონიკაშვილი 86), კვარაცხელია (მოისწრაფიშვილი 32)

მკითხველის კომენტარები / 12 /
დასანანი კი არა დამსახურებული მარცხი, არაა საქ-21 ის გუნდი შვეიცარიას რომ დაამარცხებს,არც კლასით და არც ფიზიკური შესაძლებლობებით დისციპლინაზე არაფერს ვამბობ ეს ქარტველი სპორცმენების საერთო განუკურნებელი სენია..მოიგო უფრო მაღალი კლასის მქონე გუნდმა კლასის ხარჯზე
ilia..
11:06 12-10-2019
0
ყოჩაღ ბიჭებო!!! წინ 2 თამაშია. მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
tngh
11:17 10-10-2019
0

სიახლეები პოპულარული