ვნებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ქება? - "რუბინის" მწვრთნელი კითხვაზე პასუხს სცემს

AutoSharing Option
"რუბინის" მთავარი მწვრთნელი რომან შარონოვია, მაგრამ შესაბამისი ლიცენზია არა აქვს და ოფიციალურად ამ თანამდებობაზე მისი ესპანელი თანაშემწე ედუარდო დოკამპოა გაფორმებული, რომელმაც sport24-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მას კითხვა გუნდის ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაუსვეს.

- სუტორმინი წავიდა, სამაგიეროდ, თქვენ კვარაცხელია გყავთ. "უფასთან" ნამატჩევს ჟურნალისტებს ჰკითხეთ: "რა უნდა იფიქროს ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც მედიასაშუალებებისგან მხოლოდ იმას ისმენს, რომ უნდა ითამაშოს?" გეშინიათ, რომ ხვიჩა ზედმეტი ყურადღებისგან დაზარალდება?
- ეს ზედმეტი საუბრები ხვიჩას არ ეხმარება. ის უნიჭიერესი ფეხბურთელია. რასაც ის ბურთით აკეთებს, ბევრს არ შეუძლია გაიმეოროს.
ნებისმიერი ადამიანი, თქვენ ან მე - ქებასა და კრიტიკას შორის პირველს ირჩევს.

როდესაც ბავშვობაში სკამს დავეჯახებოდი, დედა ამბობდა: "სულელური სკამია, ისაა ყველაფერში დამნაშავე". ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ დამნაშავეები სხვები არიან.

მაგალითი ფეხბურთიდან: მწვრთნელი ეუბნება ფეხბურთელს, რომ მომენტებში ისე არ თამაშობს, როგორც საჭიროა. ფეხბურთელი კი რეაგირებს: "რა ესმის ამ მწვრთნელს? ის მართალი არ არის! ასე ვიტყვი: ქება ასუსტებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზედმეტი ქება წყენთ ეს ნამდვილად ასეა ქართველებს განსაკუთრებით ბევრი მაგალითია ასეთი ჩანტურიაზე ოქრიაშვილზე ყენიაზე ისეთი ამბები იყო რომ რელი ბარსა ბაიერნი ამ გუნდებს უწინასწარმეტყველაბდათ ყველა და ეს 20 21 წლის ბიჭები უკვე ვარსკვლავებად ვაქციეთ და დღეს ჩანტურიამ 26 წლის ასაკში მგონი უკვე დაასრულა კარიერა ყენია და ოქრიაშვილი სადაც არიან ყველა ვხედავთ სამწუხაროდ და იმედი მაქვს ეს ბიჭები დიდ ფეხბურთს ითამაშებენ თავში არ ავურდებათ ეს ზედმეტი ქება.
Giorgi
10:10 15-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული