18 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში "ლოკომოტივმა" გროზნოში 2:0 მოუგო "ახმატს".
"ლოკოს" მცველი საბა კვირკველია კვლავ სათადარიგო იყო. მიმდინარე სეზონში მას ჩემპიონატზე ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
"რკინიგზელთა" გუნდმა პრემიერლიგაზე ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო, 29 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ზენიტს" 3 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
"ლოკომოტივი" 27 ოქტომბერს "სპარტაკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი, 22 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ტურინში "იუვენტუსს" შეხვდება.
კვირკველია საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ჰყავდა გამოძახებული და გიბრალტართან მატჩის 90+5-ე წუთზე კანკავას ნაცვლად შეუშვა
შეცვლაზე.